GE
სემინარები ევროპის უმაღლეს ორგანოებში / სასწავლო–კულტურული ტურები
ღირებულება: 1250 ევრო
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ვიზიტსა და სემინარებს ევროპის უმაღლეს ორგანოებში, ამასთანავე სასწავლო-კულტურულ ტურებს საფრანგეთში (სტრასბურგი), შვეიცარიასა და გერმანიაში.
 
პროგრამა მოიცავს:
  • ტრენინგებს ახალგაზრდულ ცენტრში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)
  • ვიზიტს ევროსაბჭოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)

  • ვიზიტს ევროპის პარლამენტში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)
  • კულტურულ ტურებსა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას საფრანგეთში (ქ. სტრასბურგი), შვეიცარიასა და გერმანიაში.
ძირითადი მოთხოვნები:
  • ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 21 წლამდე და ასაკობრივი ჯგუფები: 21-დან 35 წლამდე;
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას.
პროგრამის განხორციელების დრო: 2014 წ. ნოემბერსა და დეკემბერში.
.
პროგრამის სრულ ღირებულებაში შედის: 
  • ვიზიტებში მონაწილეობის მიღება;
  • საცხოვრებლის ხარჯები (ერთჯერადი კვება);
  • მგზავრობის ხარჯები (ავია ბილეთი - ორი გზა; სამოგზაურო დაზღვევა);
  • ვიზის მოსაკრებელი;

  • კულტურული ტურების ხარჯები შვეიცარიასა და გერმანიაში;
  • საერთაშორისო სერტიფიკატი.
პროგრამის სრული ღირებულება 1250 ევრო.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ევროპა
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები