GE
საგადასახადო კოდექსის კურსი კ. გორბატკოვთან
ღირებულება: 450 ლარი
საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია FSG და მასთან არსებული სასწავლო ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსს, რომელსაც  წარუძღვება FSG-ის მთავარი ექსპერტი საგადასახადო საკითხებში კონსტანტინე გორბატკოვი.
 
კურსი განკუთვნილია საფინანსო (აუდიტი-ბუღალტერია) სფეროში როგორც მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის. 
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საგადასახადო კოდექსისა და მასში შესული ცვლილებების შესახებ, ასევე სრულად შეისწავლიან საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას:
  • საქართველოს საგადასახადო სისტემა;
  • საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები;
  • გადასახადების ადმინისტრირების წესები და სხვა;
  • საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
  • საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;
  • აქციზი;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);
ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს, ხოლო ლექციის დასრულებისას კითხვა-პასუხის რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ სრულყოფილი, ამომწურავი კონსულტაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ საკითხებზე.
 
ბონუსად!
თქვენ სრულყოფილად შეისწავლით ყოველგვარი ფასნამატის გარეშე საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას!
 
ასევე FSG ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ზეპირი სახის ერთჯერადი კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კომპანიის გამოცდილი საგადასახადო ექსპერტებისგან!
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, შესაბამისი ქულის მიღების შემდეგ კი გადაეცემათ ორენოვანი, ქართულ–ინგლისური სერთიფიკატი კონსტანტინე გორბატკოვის ხელმოწერით.
 
კურსის დაწყების თარიღი: 2014 წლის 21 ნოემბერი.
კურსის ხანგრძლივობა: 48 საათი (2 თვე)
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი
ლექცია გაიმართება კვირაში 2–ჯერ: პარასკევი 19 საათი, შაბათი 15 საათი.
 
შეგახსენებთ, რომ თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად: სწავლის დაწყებამდე და სასწავლო პროცესის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
  • ყველა მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ახალი საგადასახადო კოდექსის წიგნი;
  • კურსის ღირებულებაში შედის ჩაი/ყავა უფასოდ „coffee break”;
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და და გამოგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
 
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
FSG ტრენინგ ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები