GE
ადვოკატის უნარ–ჩვევებში 3 თვიანი კომპლექსური პროგრამა
ღირებულება: 595 ლარი
CLS - გამოიყენე რეალური შანსი - გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად!

აქცია! სწავლა 0% 24 თვემდე განვადებით.
 
"კავკასიის  ადვოკატთა  სკოლა  CLS" - ის სამოქალაქო სამართლის სკოლა გიწვევთ იურისტებს, ადვოკატებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამაზე ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.

CLS გაძლევთ რეალურ შანსს, 3 თვეში შეიძინოთ და გაიღრმავოთ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
 
პროგრამა განკუთვნილია:
  • იურისტებისათვის;
  • მოქმედი ადვოკატებისათვის;
  • სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი.
სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა - 3 თვე.
საკონტაქტო დღეები: კვირაში 2-3 დღე (უქმე და დასვენების დღეების გარდა).
საკონტაქტო დრო: 2 სთ. 19 საათიდან.
სწავლის საერთო ღირებულება: 650 ლარი (ადვოკატებისათვის ფასდაკლებით 595 ლარი).
 
აქცია: სწავლა 0% განვადებით: CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0 % 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.
სერთიფიკატი: კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ის სერთიფიკატი.
 
რატომ უნდა ისწავლოთ CLS -ში:
  • CLS-ის პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები ( ადვოკატები, მოსამართლეები, პროფესორები).
  • CLS-ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
პრაქტიკა: პროგრამის დასრულებისას წარმატებული მსმენელებისათვის  გათვალისწინებულია პრაქტიკა თბილისის მერიის  „თბილისელების ადვოკატი“-ს  სამსახურში.და თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 
 
აკრედიტაცია: CLS გახლავთ პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია.

კრედიტები: სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებად და  უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები (თუ ეს კომპონტები გათვალისწინებულია შესაბამის უნივერსიტეტში.).
 
ინფრასტრუქტურა:  CLS -ში სწავლა გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზები და ბიბლიოთეკა.

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:
  • სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები: 34  სთ ტრენერები: - მაია სულხანიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი; მიხეილ გოგიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი;
  • ადმინისტრაციული საპროცესო უნარ - ჩვევები: 14 სთ. - ტრენერი ლეილა მამულაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი;
  • სამართლებრივი მართლწერა (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა): 10 სთ. - ტრენერები:  მარი ჭყონია - საქ. ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; ზურაბ ჭყონია, ადვოკატი, ას. პროფესორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;
  • რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება: 12 სთ. - ტრენერი ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ელექტრონული მართლმსაჯულება 5 სთ - ტრენერი, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი.
პროგრამის გავლის შედეგად მსმენელები შესძლებენ:
  • სასამართლოზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა დამოუკიდებლად წარმართვას;
  • სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
  • სასამართლოზე სიტყვის დასაბუთებულად და დამაჯერებლად წარმოთქმას, კამათს;
  • სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას;
  • კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას (სარჩელის, შუამდგომლობის, საჩივრების და სხვა) და მასში ცვლილებების შეტანას.
სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები: 
  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტების მეთოდი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლების განაწილება;
  • შესწავლა და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • გუნდური მუშაობა.
ჩვენი პარტნიორები:
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო;
  • თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატი“;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.
წარმოსადგენი საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3/4/;
  • CV;
  • დიპლომის ასლი (სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან).
გაითვალისწინეთ, მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 30 ოქტომბერი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
CLS -ში მიმდინარეობს, ასევე, რეგისტრაცია საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები