GE
კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ტრენინგ–კურსი
ღირებულება: 200 ლარი
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" გთავაზობთ კურსს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში.

სწორად წარმართულ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქმიან, ასევე, პირად ურთიერთობებში. წარმატებული ურთიერთობებს უმეტესად სწორედ ეფექტური კომუნიკაცია განაპირობებს, ხოლო არასწორად წარმართულ კომუნიკაციას ხშირად კონფლიქტამდე მივყავართ.

კონფლიქტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის შედეგები შეიძლება იყოს როგორც დამანგრეველი, ასევე, პროდუქტული. კონფლიქტის უარყოფითი რეზულტატის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შევძლოთ მათი რეგულაცია და ემოციების კონტროლი. ემოციების კონტროლის უნარი ადამიანის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. ემოციების რეგულაცია გულისხმობს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ინტენსივობის ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად.

კურსის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, ემოციების რეგულირება/მართვა.

სწავლის შედეგები: ტრენინგ კურსის გავლის შედეგად მსმენელი შეძლებს:
  • ეფექტური კომუნიკაციის წარმართვას, როგორც კონფლიქტურ სიტუაციაში, ასევე, საქმიან და პირად ურთიერთობებში.
  • დაეუფლება სხვადასხვაგვარ ტექნიკას და ძირითად მიდგომას კონფლიქტების მოგვარების საკითხში.
  • შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საშუალებით შეძლებს კონფლიქტების რეგულაციას და მათ პროდუქტულად გარდაქმნას.
  • შეძლებს იმ სტრატეგიების გამოყენებას, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ინტენსივობის ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად.
  • სხვისი ქცევის არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას;
  • მაპროვოცირებელი სიტუაციის ეტაპებად დაყოფას და ამ ეტაპების შესაბამისი დამამშვიდებელი წინადადებების გამოყენებით უარყოფითი ემოციის თავიდან აცილებას.
ტრენინგის პროგრამა:
  • ეფექტური კომუნიკაციის მოდელი
  • კომუნიკაციის ბარიერები
  • "თქვენ" და "მე" შეტყობინებები
  • კონსტრუქციული უკუკავშირის უნარ-ჩვევების დახვეწა
  • ეფექტური მოსმენა
  • არავერბალური კომუნიკაცია
  • კონფლიქტის არსი 
  • კონფლიქტის წყაროები და ტიპები
  • კონფლიქტის ესკალაცია-დეესკალაცია
  • კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაწყვეტის გზები
  • კონფლიქტის ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპები
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგიები
  • ემოცია, გონება და მათი ურთიერთმიმართება
  • ემოციური გაუწონასწორებლობა და მისი პრევენცია
  • ემოციური აგრესიის მართვის ტექნიკა - დამამშვიდებელი წინადადებები
  • ბრაზის სომატური კომპონენტი - ფიზიკური აგზნება
  • ბრაზის გამოხატვა ასერტულად
  • სხვისი ქცევის არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილება
ტრენინგს უძღვება სერთიფიცირებული ტრენერი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი - ნინო ბექაური.
კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე (კვირაში 2-ჯერ).
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1,5 საათი.

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები