GE
გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია ქ. ბონში
ღირებულება: 300 ევრო
„ევროპის აკადემიური ცენტრი“ გიწვევთ გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 7-11 დეკემბერს გერმანიაში ქალაქ ბონში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციებით, მექანიზმებით და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით.
კონფერენცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს განავითარონ მოლაპარაკებების წარმოების, დებატების, დიპლომატიური უნარები.
 
კონფერენციის ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური. დამატებითი ენებია: ფრანგული და ესპანური.
 
პროექტში მონაწილეობის ღირებულებაში შედის:
  • მონაწილის სტატუსი;
  • საცხოვრებელი;
  • კვება;
  • მონაწილეობა სოციალურ/კულტურულ აქტივობებში;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი.
მონაწილე თავად ფარავს ავიაბილეთის საფასურს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დღეების დამატება.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2014 წლის 15 სექტემბრამდე შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი გერმანია
  • სწავლების ენა ინგლისური, გერმანული, ფრანგული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები