GE
ტელეოპერატორის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 3000 ლარი
ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა აცხადებს მიღებას ტელეოპერატორის სასერთიფიკატო კურსებზე.
 
გუნდში შემოქმედებით ამოცანას ტელეოპერატორი ასრულებს. სწორედ მას მიაქვს მაყურებლამდე საავტორო ჩანაფიქრი. გადაღების დაწყებისას თქვენ ხდებით სცენარისტიც, რეჟისორიც და თითოეული კადრის შემოქმედიც.
 
ამისათვის კი აუცილებელია, იყოთ შემოქმედებითი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ინიციატორი, უსწრაფესად მოახდინოთ რეაგირება ვითარების შეცვლისას, უნდა შეგეძლოთ ცალკეული კადრის თუ მოვლენების მასშტაბურობის დანახვა, გადაღებული ფაქტების სწორად შეფასება.
 
ტელეოპერატორის პროფესია საშუალებას მოგცემთ, გახდეთ იმ გუნდის წევრი, რომელიც პროფესიონალურ ტელეპროდუქციას ქმნის.
 
სასწავლო დისციპლინების ნუსხა:
  • სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგია;
  • ტელევიზიის ისტორია;
  • ურთიერთობის ფსიქოლოგია;
  • საოპერატორო ხელოვნება;
  • განათება და ოპტიკა;
  • ფოტოკომპოზიცია;
  • სტილისტიკა;
  • მონტაჟის რეჟისურა.
საბუთების მიღება 2014 წლის 15 ოქტომბრამდე.
სწავლა დაიწყება 1 ნოემბერს.
სრული კურსის ხანგრძლივობა:8 თვე
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
 
მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები