GE
ფინანსური მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 400 ლარი
"VIP Intellect Group" გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ წელს!

გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას ფინანსურ მენეჯმენტში.

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის ძირითადი მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ფინანსური მენეჯმენტის არსი, ფინანსური ინფორმაციის გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად. კურსი იძლევა ცოდნას, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მსმენელმა ფინანსური ანალიზის ფუნდამენტალური კონცეპციები პრაქტიკაში.

ამ მიზნით, სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან სხვადასხვა სახის ფინანსური ანგარიშგებების შედგენასა და მიმოხილვას, კერძოდ:
  • საბალანსო უწყისს
  • მოგება-ზარალისა და მფლობელთა კაპიტალის უწყისებს
  • ფულადი სახსრების ნაკადის უწყისს
  • ფინანსური დოკუმენტების ანალიზს
  • ფინანსური კოეფიციენტების ანალიზს
  • კაპიტალის სტრუქტურასა და გრძელვადიან პერიოდში გადახდისუნარიანობის შეფასებას
  • სესხის ძირითად ტიპებს
  • სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს
  • პროფორმა ფინანსური უწყისების შედგენას.
სწავლის მეთოდები: სწავლების პერიოდში თეორიულ სწავლებასთან ერთად მოხდება მუშაობა ქეისებზე, ქართული რეალური სიტუაციური ამოცანების ამოხსნა, კომპანიების ფინანსური დოკუმენტების ანალიზი.

სასწავლო კურსის შინაარსი:
  • ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა
  • ბალანსი
  • მოგება - ზარალისა და მფლობელთა კაპიტალის უწყისები.
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი
  • ფინანსური დოკუმენტების ანალიზი
  • ანალიზის ინსტრუმენტები და ტექნიკა
  • მონაცემთა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანალიზი
  • ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის, მომგებიანობის, საოპერაციო და ფინანსური ლევერიჯების და ა.შ. შეფასება,
  • ანალიზი
  • კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ტიპები და მახასიათებლები
  • მსმენელის ცოდნის შეფასება ხორციელდება შუალედური და დასკვითი ტესტირებით.
კურსდამთავრებულის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი გათვითცნობიერებული იქნება ბიზნესის შეფასების ანალიტიკურ მეთოდებში, ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტებში, თანამედროვე მეთოდოლოგიაში და ეფექტური ბიზნეს - გადაწყვეტილებების მიღების სტრატეგიებში. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს ფინანსური ანალიზის ფუნდამენტალური კონცეპციების პრაქტიკაში გამოყენებას, შეძლებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას და გაანალიზებას, აუდიტური დასკვნებისა და ფინანსური ანგარიშების კომენტარების გაგებას.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
ლექციები ჩატარდება: კვირაში სამჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი

პროგრამას უძღვება: პროფესიონალი ფინანსისტი, ექსპერტი ფინანსურ საკითხებში.
გაითვალისწინეთ: საუკეთესო კურსდამთავრებულებს ეძლევათ რეკომენდაცია და აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები