GE
"სერვის + და ეფექტური გაყიდვები" – ინტეგრირებული ტრენინგი
ღირებულება: 50 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გთავაზობთ კომბინირებულ კურსს "ეფექტური გაყიდვები და სერვის +"
 
თანამედროვე ბიზნესში სულ უფრო აქტუალური ხდება მყიდველთან ხანგრძლივი და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, შესაბამისად ეს საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს „სერვის +“ -ის  და გაყიდვების სფეროში.
 
კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია, სერვისის სფეროში მომუშავე პერსონალს დაეხმაროს ეფექტური  მომსახურების და გაყიდვების პროცესის მართვაში. ეფექტურად და სწორად მომსახურების სტანდარტების სწავლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.
 
მიზნობრივი  ჯგუფი: კურსი განკუთვნილია კომპანიის სერვისის და გაყიდვების სფეროში მომუშავე პერსონალისათვის, გაყიდვების მენეჯერებისა და გაყიდვების სპეციალისტებისათვის.
 
ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგ მეთოდოლოგია დაფუძნებულია არაფორმალური განათლების სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრენინგ-სემინარების ჩატარებისას.
 
ეს საგანმანათლებლო მეთოდებია:
  • მინი-ლექციები;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობები;
  • პრეზენტაციები;
  • სიმულაციური თამაშები/მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY);
  • ჯგუფური დისკუსიები;
  • თვითშეგონების და თვითმოტივაციის სავარჯიშოები;
  • შეფასებები, პრეტესტები და პოსტ-ტესტები.
კურსის თემატიკა:

სერვის პლიუსი
  • კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი  „ადამიანებთან ურთიერთობის და ზემოქმედების ექსპერტი“;
  • პროდუქტი / მომსახურება;
  • კლიენტები;
  • მომხმარებელთა ტიპები;
  • არსებულ კლიენტურასთან ურთიერთობა;
  • რთულ, უკმაყოფილო კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკები, კლიენტის წინააღმდეგობის ფორმები და  გადალახვის ხერხები;
  •  ქრონიკულად მომჩივან კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკა;
  • მომსახურების სტანდარტები და მომსახურების პროცესის მართვა;
  • სატელოფონო კომუნიკაციის სტანდატრები;
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების ხელოვნება;
  • პროფესიული წარმატებისათვის აუცილებელი სპეციფიური უნარ-ჩვევები.
კურსის  ხანგრძლივობა: 4 დღე
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები