GE
DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები გერმანიაში
DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობს:
  • საზაფხულო ენის კურსი გერმანიაში;

  • სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის;
  • სტიპენდია არქიტექტორებისთვის;
  • სტიპენდია სახვითი ხელოვნების, დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციისა და ფილმის სფეროს წარმომადგენლებისთვის;
  • სტიპენდია ვიზუალური ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის;
  • სტიპენდია მუსიკოსებისთვის;

  • ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის;
  • ხანმოკლე კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის (1-6 თვე);
  • კვლევითი სტიპენდია სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად;
  • სადოქტორო სტიპენდია სენდვიჩის მოდელის ფარგლებში;

  • კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის;
  • განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის;
  • მეცნიერთა ორმხრივი გაცვლა;
  • სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:
  • DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში.
  • მიღების საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი,ხუთშაბათი 14.00 – 18.00 სთ.
  • DAAD-ს ფეისბუქ-გვერდზე: DAAD Georgia
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ქ.-ნ დიანა შლუხთმანთან.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები