GE
ოფისის მენეჯერის კურსი + HR მენეჯმენტი საჩუქრად
ტრენინგცენტრი NB გიწვევთ ოფის მენეჯერის კურსზე + HR მენეჯმენტის კურსი საჩუქრად.
 
გაიარე ერთი ტრენინგი და მიიღე მეორე უფასოდ!

ოფისის მენეჯერის კურსი გათვალისწინებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, იმუშაონ ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ მენეჯერებად; ასევე, უკვე დასაქმებული ოფისის მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება ადმინისტრაციული მენეჯერის დონეზე; ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი და ესაჭიროებათ საოფისე პროცედურების ეფექტურად მართვის დანერგვა თავიანთი საქმისთვის.

თეორიული კურსის შემდეგ მსმენელები უფასო სტაჟირებას გაივლიან ჩვენსავე ორგანიზაციაში, შეისწავლიან პრინტერსა და სკანერთან მუშაობას, კომპიუტერზე შექმნიან და ააგებენ საოფისე დოკუმენტაციას, როგორიცაა: ინვოისები, ხელშეკრულებები, ოქმები, განცხადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა სირთულის ცხრილები და სატიტულე ფურცლები.

პროგრამის შინაარსი:
  • ოფისის მენეჯმენტის მიზნები და არსი; თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზაციის მართვა, ორგანიზაციული მენეჯმენტი.
  • მენეჯმენტისა და მენეჯერის უნარ-ჩვევები.
  • სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი.
  • სამუშაო დავალების ანალიზი და აღწერა.
  • მედია და ინტერნეტ განაცხადების მომზადება.
  • საქმიანი შეხვედრები, ორგანიზაციებთან ურთიერთობა. მოლაპარაკების მენეჯმენტი.
  • სამუშაო ჯგუფების ფორმირება, შრომითი რესურსების მენეჯმენტი.
  • დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება, საბუთების წარმოება, ფინანსური მენეჯმენტი.
  • საოფისე მასალების და მომსახურების ბიუჯეტირება.
  • პრო-ფორმა ინვოისი.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯმენტის საფუძვლები.
  • დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა; თანამედროვე საქმის წარმოება; ელექტრონული ოფისი.
  • მდივან-რეფერენტის შრომის ორგანიზაცია.
HR-მენეჯმენტის ტრენინგ კურსი:

სასწავლო პროგრამა წარიმართება ფსიქოლოგიური ტესტებისა და პრაქტიკული მაგალითების გარჩევა-ანალიზის (Case Study) მეთოდის გამოყენებით:
  • HR მართვის მიზანი და HRM-ის როლი ორგანიზაციის განვითარებაში
  • ადამიანური რესურსის დაგეგმვა
  • HR მენეჯმენტის განყოფილება; HR მენეჯერის ფუნქციები
  • HRM პოლიტიკა
  • პერსონალის შრომითი მოტივაცია, მოტივაციის თეორიები, მოტივაციის სისტემები
  • კადრების მოზიდვა, დაქირავება
  • შერჩევის პროცედურების დაგეგმვა და წარმართვა
  • სამუშაოს აღწერა და ანალიზი; მოთხოვნათა პროფილი
  • ორგანიზაციული კულტურა
  • სამუშაო დისციპლინა
  • პერსონალის ტრენინგი და განვითარება
  • თანამშრომლების/შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცედურები, სისტემები და მეთოდები; შეფასების ინტერვიუ
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება
  • საშტატო გადაადგილებები; კადრების შემცირება; კადრების დენადობა
  • პროფესიული სტრესის და შიდა კონფლიქტების მართვა.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 თვეს. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.
ღირებულება: 250 ლარი (3-5 კაციან ჯგუფში); ინდივიდუალურად: 400 ლარი.

ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

PR - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი + HR მენეჯმენტის კურსი საჩუქრად.

ამ კურსის გავლა დაეხმარება ნებისმიერ სფეროში მოღვაწე პირს წარმატების მისაღწევად!

PR სალექციო კურსი:
  • რა არის PR
  • ეფექტური PR სამსახური
  • PR კამპანიის დაგეგმვა
  • შიდა კორპორატიული PR
  • PR - ურთიერთობა მედიასთან
  • PR: ფაბლისითი, იმიჯი, რეპუტაცია
  • PR კრიზისული კომუნიკაციების ეფექტური მართვა
  • PR - სოციალური პასუხისმგებლობა
  • დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები
  • შავი PR და პროპაგანდა
  • PR ეფექტური კომუნიკაციები
ტრენინგის ხანგრძლივობა - 1,5 თვე.
ღირებულება: ჯგუფური მეცადინეობები: 300 ლარი, ინდივიდუალურად - 400 ლარი.
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები