GE
პროექტის მენეჯმენტის კურსი
ღირებულება: 280 ლარი
პროექტის მენეჯმენტის ტრენინგი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე, თეორიულ მასალას. განიხილება პროექტის არსი, მისი ფაზები და მათ შორის კავშირები; ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი გავლენა პროექტზე. მონაწილეები შეისწავლიან პროექტის გეგმის, განრიგის, ბიუჯეტის, რისკებისა და კომუნიკაციის დაგეგმვასა და მართვას. ტრენინგი, ასევე, ითვალისწინებს მენეჯერული კომპეტენციის განვითარებას და ამ მიმართულებით პრაქტიკული სავარჯიშოების (როლური თამაშები) შესრულებას. ტრენინგის პირველივე დღეს შეირჩევა კონკრეტული პროექტის მაგალითი და მოხდება ამ მაგალითის გაშლა დანარჩენ დღეებში.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • პროექტის ციკლი და მისი ორგანიზება; 
  • პროექტის ლოგიკური ჩარჩო;
  • პროექტის მიზნებისა და ამოცანების მართვა; 
  • პროექტის მართვის დაგეგმვა; 
  • პროექტის განრიგი; 
  • პროექტის ხარჯების მართვა; 
  • პროექტის რისკების მართვა; 
  • პროექტის კომუნიკაციის მართვა; 
  • რეპორტინგი.
ტრენერი: ნიკა მალაზონია.
ტრენინგს უძღვება ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის სერთიფიცირებული ტრენერი, რომელსაც გააჩნია როგორც საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, ასევე, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით. WWF გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში, PIU დირექტორი. განათლება - Project Management College - George Washington University/FUT Studienkolleg Hamburg, Christian-Albrechts-Universität zu Kiel. 2011 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის ტრენერი.
 
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი:  29 ოქტომბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 27 ოქტომბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00
 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები