GE
საბანკო საქმის კურსი სტაჟირებით ბანკში
ღირებულება: 130 ლარი
სავაჭრო ცენტრი G-ABC აცხადებს სტაჟირებას Privat Bank-ში.

კურსის მიზანია, მოამზადოს (გადაამზადოს) ბანკში საქმიანობის დაწყების მსურველები; მისცეს საბანკო საქმიანობის მთავარი პრინციპების ზოგადი ცოდნა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, ტრენინგებზე სწავლის პერიოდში ხორციელდება თეორიული კურსის ათვისებასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ქეისების განხილვა.
 
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს საკუთარი დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.
 
სასწავლო კურსის მიმდინარეობისას იქნება 2 ტესტი, mid ტესტი და საბოლოო final ტესტი, წარმატებული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ბანკში.
 
სწავლების კურსი მოიცავს 2 თვეს. 
კურსის ღირებულება: 1 თვე 130 ლარი.

კურსი იწყება 21 ოქტომბერს!
 
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 
  • მომსახურების უნივერსალური სტრანდარტი;
  • საბანკო პროდუქტები (პლასტიკური ბარათები, სესხები, ანაბრები);
  • საბანკო ტერმინოლოგია;
  • საბანკო პროფესიები, გასაუბრება ბანკში;
  • სატელეფონო მარკეტინგი;
  • მარკეტინგი და PR ბანკში;
  • Dress Code, საბანკო საიდუმლოებები, კორპორატიული ქცევის ეთიკა;
  • კლიენტის დარწმუნების ტექნიკა;
  • საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებების წარმოქმნა;
  • თანამედროვე საკრედიტო სისტემა საქართველოში;
  • საქართველოს საბანკო სექტორი და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები;
  • ბანკის ფინანსური ანგარიშგებები: ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • ანგარიშების გახნა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახეები;
  • დაკრედიტების პროცესი, რისკების მართვა, აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები;
  • დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვების მეთოდები.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი და რეკომენდაცია წარმატებულ მსმენელებზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები