GE
Microsoft Office Excel (დონე 1) და გაძლიერებული Excel - ის ( დონე 2) კურსები
გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას Microsoft Office Excel (დონე 1) და გაძლიერებული Excel - ის ( დონე 2):

Microsoft Office Excel (დონე 1)
 
კურსს უძღვება გამოცდილი სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 8 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ, 1.30 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი და ფასდაკლებით 49 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე).

კურსი მსმენელებს შეასწავლის Microsoft Excel 2010-ის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს. ისინი დაეუფლებიან სხვადასხვა სახის დოკუმენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს და გაეცნობიან პროგრამის გამოყენების მეთოდებს.

სასურველი შედეგების მისაღებად მსმენელს მოეთხოვება ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს.

კურსის შინაარსი
  • EXCEL -ის საფუძვლები
  • სამუშაო ცხრილების მართვა
  • უჯრებისა და დიაპაზონის მოდიფიცირება
  • სამუშაო ცხრილების ფორმატირება
  • მონაცემებთან მუშაობა
  • ძირითადი ფუნქციებისა და ფორმულების გამოყენება
  • არსებული მონაცემების მიხედვით დიაგრამის აგება
  • სურათისა და ფიგურების დამატება
კურსის მიზნები
კურსის გავლის შედეგად შეძლებთ შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
  • მონაცემთა შექმნას და მანიპულაციას.
  • მონაცემთა ფორმატირებას.
  • ფორმულების შექმნას და მოდიფიკაციას.
  • მონაცემთა ვიზუალურ წარმოჩენას.
გაძლიერებული Excel - ის ( დონე 2):

მეცადინეობები ჩატარდება 2-7 კაციან ჯგუფებში.
კურსს უძღვება გამოცდილი სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, კვირაში 3-ჯერ
კურსის ღირებულება: 300 ლარი და ფასდაკლებით 59 ლარი
კურსის ბოლოს  გაიცემა სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე).

მსმენელი დაეუფება პროგრამის როგორც თეორიულ მასალას, ასევე შეისწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. თეორიული მასალა და პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც მსმენელი შეასრულებს სწავლის მსვლელობისას, მიმართულია ამ ტექნოლოგიების სრულფასოვანი ათვისებისათვის.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ლოგიკური ფუნქციები: If, ორმაგი If, Iferror, Averageifs, And, Or;
  • სტატისტიკური ფუნქციები: Countif, Countifs, Countbank, Count A;
  • მათემატიკური ფუნქციები: Sumif, Sumifs, Power, Product, Round;
  • თარიღის ფუნქციები : Today, Day360, Month, Weekday, Weeknum, Networkday, Yearfrac;
  • ტექსტური ფუნქციები: Mid, Find, Len, Left, Right, Rept, Concatenate, Upper, Proper, Lower;
  • შერეული ტიპის დიაგრამები;
  • Lookup, Index, Match, Vlookup, Hlookup, PivotTable, Pivotchart;
  • ფილტრი, Advanced ფილტრი;
  • ფურცლის და  სვეტის დაცვა.
  • მათემატიკური და გეომეტრიული პროგრესიები;
  • ვადის, ფასნამატის და დისტრიბუციის კონტროლი;
  • მონაცემთა ბაზების მიბმა ერთმანეთთან;
  • ავტოსიების შექმნა;
  • შემაჯამებელი ცხრილების და დიაგრამების აგება.
თითოეული ფუნქცია განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.
მეცადინეობები ჩატარდება 2-7 კაციან ჯგუფებში.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები