GE
უცხო ენების კურსები
გთავაზობთ ესპანური ენის, პოლონური ენის, იტალიური ენის და ბერძნული ენის  შემსწავლელ კურსებს.

ესპანური ენის კურსი
კურსს უძღვება გამოცდილი პედაგოგი
კურსის ხანგრძლივობა: 8 გაკვეთილი, კვირაში 2-ჯერ
 
კურსის ღირებულება:
  • Nivel inicial - დაწყებითი ჯგუფში 90 ლარი,ინდივიდუალური 160 ლარი;
  • Nivel intermedio - საშუალო ჯგუფში 120 ლარი , ინდივუდუალური 160 ლარი;
  • Nivel superior - უმაღლესი  ჯგუფში 150 ლარი, ინდივიდუალური 160 ლარი.
სასერთიფიკატე პერიოდი მოიცავს 3 თვეს.

სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებითა და სხვადასხვა ესპანურ ენოვანი სახელმძღვანელოებით, ასევე პრესის და აუდიო-ვიდეო საშუალებებით.რაც დაგეხმარებათ სწორად და თავისუფლად მეტყველების,  წერა-კითხვის, მოსმენის,აღთქმა-გაგებისა და თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

კურსი მოიცავს სამ დონეს:
  • Nivel inicial - დაწყებითი
  • Nivel intermedio - საშუალო
  • Nivel superior - უმაღლესი
თითოეულის კურსის ხანგრძლივობა არის 3-6 თვე.

Nivel inicial – დაწყებითი დონის მიზანია სტუდენტმა თავისუფლად შეძლოს კომუნიკაცია ელემენტალურ დონეზე. დაწყებით დონის შესასწავლად გამოვიყენებთ ესპანურენოვან სახელმძღვანელოებს :“ Español 2000”, “Gramática de uso del español”, მოვისმენთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად ფრაზებზე აგებულ დიალოგებს და წავიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ საკმარისი გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა ყოველდღიური სიტუაციებისათვის თავის გასართმევად.
 
Nivel intermedio – მეორე დონის მიზანია , რომ სტუდენტებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი თემატიკის მიხედვით შესწავლილი ფრაზეოლოგიით და გაიფართოვონ შემეცნება საშუალო დონის ესპანურით მიწოდებული ენციკლოპედიური ინფორმაციით. ამ დონის შესასწავლად ვიყენებთ შემდეგ სახელმძღვანელოებს : “Español 2000”, “Gramática de uso del español”, “Español sin fronteras”, “ Ejercicios prácticos (curso intensivo de español)” და ვისმენთ ნაწყვეტებს სხვადასხვა ესპანური ფილმებიდან. ასევე ისწავლება პრესის მიმოხილვა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ ესპანური ენის გრამატიკის და ძირითადი ლექსიკის მყარი საფუძველი.

Nivel superior - მესამე დონე საშუალობას გვაძლევს განვამტკიცოთ ცოდნა, როგორც ესპანური ენის გრამატიკაში ასევე ლექსიკაში.
ენის ცოდნის ამ დონეზე სტუდენტს ექნება საშუალება, რომ თავისუფლად, გამართულად, ფუნქციონალურად, ადეკვატურად გამოიყენოს სამეტყველო აქტივობის ყველა სახეობა. გამოყენებული სახელმძღვანელოები :“Español sin fronteras”, “Ejercicios prácticos (curso intensivo de español), “Perfeccionamiento”

პოლონური ენის კურსი
კურსს უძღვება გამოცდილი პედაგოგი.
კურსის ხანგრძლივობა: 8 გაკვეთილი, კვირაში 2-ჯერ.
კურსის ღირებულება: ჯგუფში 120 ლარი, ინდივიდუალური 160 ლარი.
სასერთიფიკატე პერიოდი მოიცავს 3 თვეს.

კურსი მოიცავს ორ ეტაპს: პირველი – სწრაფი კურსი პოლონეთში გამგზავრების და მუშაობის დაწყების მსურველთათვის; მეორე – შემაჯამებელი კურსი სტუდენტებისა და სხვა აკადემიური პროფილის წარმომადგენლებისათვის.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველისათვის, დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მოიცავს გრამატიკისა და ლექსიკის სინთეზს, ტექსტების განხილვას, დიალოგებს, ვიდეო და აუდიო მასალების მოსმენას და ანალიზს.

სასწავლო მასალა გადმოგეცემათ უფასოდ.

იტალიური ენის კურსი
იტალიური ენის შესწავლას ხარისხიანად თანამედროვე საშუალებებით.

სასწავლო კურსი დაყოფილია შემდეგ საფეხურებად:
  • A1
  • A2
  • B1
  • B2
  • C1
  • C2
იტალიური ენის სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მეთოდებსა და პროგრამებზე. სწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა თანამედროვე სახელმძღვანელოებით, რომლებიც მოიცავს სასაუბრო, გრამატიკულ, ლექსიკურ და სავარჯიშო ნაწილებს.

სასწავლო მასალა გადმოგეცემათ უფასოდ!
EFS ზრუნავს თქვენს კარიერაზე და გისურვებთ წარმატებებს!
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 1:30 საათი.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: 3-5 მსმენელი.
კურსის ღირებულება: ჯგუფში 100 ლარი, ინდივიდუალური 120 ლარი.

ბერძნული ენის შემსწავლელი კურსი
ბერძნული ენის სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მეთოდებსა და პროგრამებზე. სწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა ბერძნულენოვანი თანამედროვე სახელმძღვანელოებით: Επικοινώνηστε Ελληνικά, Τα Ελληνικά για Ξενογλώσσους, რომლებიც მოიცავს სასაუბრო, გრამატიკულ, ლექსიკურ და სავარჯიშო ნაწილებს.

სასწავლო კურსი გამდიდრებულია, ასევე ლიტერატურული და ისტორიული მასალებით, პრესითა და სხვა საინტერესო ინტერნეტ რესურსებით.

აუდიო მასალების დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ სიტყვებისა და ფრაზების სწორად გამოთქმას და ეჩვევიან გამართულ მეტყველებას ბერძნულად.
შემსწავლელ კურსებზე მიიღებიან ნებისმიერი ასაკის მსურველები.

EFS ზრუნავს თქვენს კარიერაზე და გისურვებთ წარმატებებს!
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 1:30 საათი.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: 3-5 მსმენელი.
კურსის ღირებულება: ჯგუფში 100 ლარი, ინდივიდუალური 160 ლარი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები