GE
ტრენინგი ბიზნეს მოლაპარაკებებში
ღირებულება: 210 ლარი
რატომ ეს ტრენინგი?
 
ჩვენ ყოველდღიურად ვართ ჩართულები მოლაპარაკებების პროცესში და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან, კოლეგებთან, ჩვენს უფროსებთან ჩვენი ოჯახის წევრებთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან ხშირ შემთხვევაში მოლაპარკების პროცესი, რომელშიც ჩვენ ვეფლობით მიმდინარეობს ინტუიციურად, ხოლო შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გვესმის მოლაპარკებები და კომუნიკაცია მოლაპარაკებების წარმოების დროს.
 
მოლაპარაკებების უკეთ წარმართვისა და შედეგების მაქსიმიზაციის მიზნით გთავაზობთ ტრენინგს ბიზნეს მოლაპარაკებებში, რომლის შედეგად თქვენ შეძლებთ:
  • აერიდოთ ინტუიციურ მიდგომებს;
  • უკეთ მოემზადოთ მოლაპარაკებებისათვის;
  • გაიგოთ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა მოტივაციები;
  • სწორად განსაზღვროთ და დაგეგმოთ მოლაპარაკებების სტრატეგია;
  • დაამყაროთ სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვან კლიენტთან;
  • შეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება გუნდის შიგნით;
  • მოახდინოთ დანაკარგების მინიმიზაცია და შედეგების გაუმჯობესება;
  • მართოთ პროცესი.
ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგი არის ინტერაქტიული და ორიენტირებულია მსმენელის სრულ ჩართულობაზე. ტრენინგი ითვალისწინებს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და როლურ თამაშებს, რომელთა შემდეგ ხდება მათი განხილვა და თეორიული ჩარჩოს მისადაგება.
 
ტრენინგს გაუძღვება: ტარიელ სიხარულიძე, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მოლაპარაკებების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ასიცორებული წევრი (ESSEC IRENE, Paris, Singapore). ტარიელს ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი ESSEC School of Business, Ecole de Guerre, ENA, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სომხეთში თუ აზერბაიჯანში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. მოკლე ინფორმაცია მისი ტრენინგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა, საათი, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 საათი - სულ 15 საათი.
ფასი: კურსის ღირებულებაა 210 ლარი. პირველი 5 დარეგისტრირებული მონაწილისთვის 190 ლარი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები