GE
ოფისის მენეჯმენტის / HR მენეჯმენტის ექსპრეს კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი ”ინტელექტ ცენტრი” გთავაზობთ: ოფისის მენეჯმენტის და HR მენეჯმენტის ექსპრეს კურსებს.
 
ოფისის მენეჯმენტი
 
სასწავლო პროგრამა გათვლილია იმ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ ორგანიზაციებში ოფისის თუ ადმინისტრაციულ მენეჯერებად; ასევე უკვე დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნეს კომუნიკაციების  წარმოებასა და ადამიანური რესურსების ეფექტურად ადმინისტრირებაში.
 
პროგრამის შინაარსი:
  • ოფისის მენეჯმენტის არსი და მიზნები;
  • ორგანიზაციის SWOT და PEST ანალიზი;
  • ხელმძღვანელობა და ლიდერობა, გუნდური მუშაობა;
  • კონფლიქტებისა და სტრესების მართვა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • ორგანიზაციული კულტურა, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა;
  • საქმის წარმოება.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

სწავლების ფორმატი: სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, კერძოდ: დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი (Case study), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
 
სრული კურსის ღირებულება - 250 ლარი
ტრენინგის  ხანგრძლივობა - 8 საათი.
მეცადინეობების მიმდინარეობის გრაფიკი: შაბათ-კვირას 4–4  საათის ხანგრძლივობით.
სრული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა.
 
ტრენინგის მიზნები:
  • ტრენინგის მონაწილეებს შეასწავლოს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის (HRM-ის) არსი, მიზნები, სისტემები, ტექნოლოგიები;
  • გაააზრებინოს HRM-ის ძირითადი პრინციპები, ორგანიზაცია, ლიდერობა, მოტივაცია, თანამშრომლობა და HRM-ის სხვა ძირითადი საკითხები;
  • შეასწავლოს პერსონალის სწავლების პრინციპები და მართვითი მიდგომები;
  • გააცნობიერონ ადამიანური რესურსების გამოყენებასთან, ფორმირებასა და ხარისხობრივ სრულყოფასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის თანმიმდევრული გადაწყვეტისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, პროფესიული ამოცანების პრაქტიკული შესრულების დროს პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავება.
  • დაახელოვნოს HRM-ის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებში.
პროგრამის შინაარსი:
  • HRM-ის არსი, მიზნები, სისტემების დახასიათება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები, შეფასების კრიტერიუმები;
  • საკადრო პოლიტიკის სახეები და ეტაპები; 
  • HRM-ის კომპონენტები: კადრების მოზიდვა/რეკრუტირება, შერჩევა, კადრების სოციალიზაცია;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ორგანიზაციული კულტურა და ეთიკა;
  • კონფლიქტებისა და სტრესების მართვა;
  • მოტივაცია და ლიდერობის კონცეფცია  HRM-ში.
სწავლების ფორმატი:
 
სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, კერძოდ: დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი (Case study), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სრული კურსის ღირებულება - 250 ლარი.
ტრენინგის  ხანგრძლივობა - 8  საათი.
მეცადინეობების მიმდინარეობის გრაფიკი: შაბათ-კვირას  4–4  საათის ხანგრძლივობით.
 
ტრენერი:  ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სუზანა დობორჯგინიძე!
 
სრული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა.
 
გაითვალისწინეთ - ტრენინგ-კურსების ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენ სასწავლო ცენტრში, ისე ქალაქ გარეთ წოდორეთის სასტუმრო-რანჩოზე!
 
ექსპრეს კურსების ღირებულება რანჩოზე:  
  • ოფისის მენეჯმენტი - 375 ლარი;
  • HR მენეჯმენტი - 375 ლარი;
  • მინიმალური ჯგუფი - 6 მსმენელი.
კურსის ხანგრძლივობა 8 საათი, დღეში 4 საათი (ორ საათიანი ლექციები - შესვენებით).
  • ღირებულებაში შედის: მეტრო „დელისამდე“ ტრანსპორტირება;
  • კვება, ლანჩი, კვირას საღამოს "ბარბიქიუ";
  • რანჩოზე ცხენზე გასეირნება.
რანჩოს სასტუმროს ნომრის ღირებულება ერთი ღამით და საუზმით:  90 ლარი.
დამატებით ადგილზე ერთჯერადად კვება: 25-დან-30 ლარამდე, გააჩნია შერჩეულ მენიუს.
 
მოკლე - 2 დღიანი საცხენოსნო კურსი -  80 ლარი;
სრული 10 გაკვეთილიანი კურსი - 380 ლარი. 
 
ლექციების დამთავრების შემდეგ მსმენელთა ჯგუფს რანჩოს ზღაპრულ გარემოში და ცხენებზე სამახსოვრო სურათების გადაღება შეეძლებათ, აგრეთვე გაერთონ და საინტერესოდ დაისვენონ (მაგიდის ტენისი, ბილიარდი, პოკერი და სხვა).
 
 
ისწავლეთ და დაისვენეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და რანჩოს ზღაპრულ გარემოში!
გახსოვდეთ დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები