GE
ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსური მენეჯმენტისა და ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიების კურსები
“ინტელექტ ცენტრში” დაიწყო მსმენელთა მიღება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსური მენეჯმენტისა და  ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიების შემსწავლელ ტრენინგ-კურსებზე:
 
ბიზნეს ადმინისტრირება
 
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს – ინტერაქტიული ლექციებით მსმენელს მივცეთ ცოდნა, განუვითაროთ მენეჯერული უნარები და
პოტენციალი, რომლითაც განახორციელებენ საკუთარი ან სხვისი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებულად მართვას. მიიღონ პრაქტიკულ ცოცხალი
ბიზნესის მაგალითების და სხვადასხვა სიტუაციური ამოცანების განხილვაზე დაფუძნებული ცოდნა, დაგროვილი გამოცდილების მათთვის გაზიარებით
გაანალიზონ სხვადასხვა მოქმედ ბიზნესში, როგორც მიღწეული წარმატებების, ასევე დაშვებული შეცდმების გამომწვევი ფაქტორები, ჩაწვდნენ მენეჯერის
ამოცანებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მახდინონ პრაქტიკაში მისი რეალიზება.
 
პროგრამის სტრუქტურა: პროგრამა შედგება სამი ეტაპისგან
  • I ეტაპი – ინტერაქტიული ლექცია – პრაქტიკული მეცადინეობები;
  • II ეტაპი – ბიზნეს გეგმის მომზადება;
  • III ეტაპი – ბიზნეს გეგმის დაცვა.
პროგრამის თემატიკა:
 
 I ეტაპი – ინტერაქტიული ლექცია – პრაქტიკული მეცადინეობები.
  • მენეჯმენტის არსი და თანამედროვე მიდგომები, მართვის პრინციპები და ამოცანები, მიზანი დამიზნის განსაზღვრა, სტრატეგიული და ოპერატიული გეგმის
    შემუშავება, ორგანიზაციული მოწყობის ფორმები, კომპანიის განვითარების სტადიები, კოორდინაცია – როგორც პროცესების, ასევე ადამიანების, ფუნქციონალური მოვალეობები და დანიშნულებები, მოტივაცია – სულიერი ენერგიის მართვა, მოტივატორები და მათი მოდელირება, კადრები – დანიშვნის ამოცანა, კადრების შერჩევა, საკვალიფიკაციო მატრიცა, კადრების განვითარება, კონტროლი – ვითკონტროლი, ურთიერთკონტროლი, სისტემური კონტროლი, ინდიკატორები, სტრატეგიული რუკები – მატერიალური და არამატერიალური აქტივების ურთიერთმოქმედების გავლენა გრძლევადიან ფასეულობებზე.
  • ორგანიზაციაში მენეჯერული აღიცხვა, საფინანსო გეგმა, შემოსავლებისა და დანახარჯების სტრუქტურა, წაუგებლობის წერტილი, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, მოგება ზარალის უწყისი, აქტივებისა და ვალდებულებების ბალანსი, რენტაბელობის განსაზღვრა, ფინანსური ანალიზი მისი გავლენა და მათი გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებებისას, ანგარიშსწორების ფორმები, საბანკო პროდუქტები და მათი შერჩევა, საერთაშორისო ურთიერთობებისას ვალუტის შერჩევის თავისებურებანი და რისკებისგან დაზღვევა.
II ეტაპი – ბიზნეს გეგმის მომზადება
 
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას კონკრეტულ (ან ვირტუალურ) კომპანიისათვის ბიზნეს გეგმის შედგენაზე. მუშაობის
მსვლელობისას, მსმენელს საჭიროების შემთხევაში ინდივიდუალურად, ჩაუტარდებათ ერთი დამატებითი კონსულტაცია.
 
III ეტაპი – ბიზნეს გეგმის დაცვა
 
კურსდამთავრებული წარმოგვიდგენს და დაგვისაბუთებს ბიზნეს გეგმაში მოცემულ თითოეულ პუნქტს და შესაბამისად პროგრამის ხელმძღვანელის და ადმინისტრაციის შეფასების საფუძველზე გაიცემა მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
კურსის ხანგრძლივობა: 22 – 2 საათიანი ლექცია, კვირაში 3-ჯერ.
კურსის ღირებულება ჯგუფში: 825 ლარი (ერთი მსმენელისთვის).
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

ფინანსური მენეჯმენტი
 
პროგრამა განკუთვნილია: ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებულ პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ფინანსისტებისთვის და მთავარი  ბუღალტრებისთვის.
 
სასწავლო კურსის მიზანი:
 
მსმენელები უნდა გაერკვნენ ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავონ და გაანალიზონ საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ბიუჯეტი.
 
შეეძლოთ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის.
მსმენელებმა შეძლონ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიცირება. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარება, თვითღირებულების დადგენა, ფულის დროში ღირებულების დადგენა, კონტრიბუციული ფორმატის მოგება ზარალის ანგარიშის შედგენა.
 
სასწავლო კურსის ფორმატი:
  • ინტერაქტიული ლექცია; პრაქტიკული - ინდივიდუალური, გუნდური
  • ქეისი (სიტუაციის ანალიზი) - გუნდური
  • დავალება - ინდივიდუალური
  • გამოცდა - გუნდური პრეზენტაცია
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • ფინანსური ტერმინების განმარტებანი;
  • საქმიანობის დაწყებისას საჭირო ფინანსური გათვლები, მოთხოვნა ინვესტიციებზე;
  • წაუგებლობის წერტილის გამოთვლა;
  • თვითღირებულების გამოთვლა და მისი ანალიზი;
  • ფასწარმოქმნა;
  • ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი;
  • რენტაბელობის განსაზღვრა;
  • მოგება ზარალის ანგარიში;
  • ფინანსური ბალანსი;
  • შემოსავლებისა და დანახარჯების სტრუქტურა;
  • დისკონტირება, მომგებიანობის შინაგანი ნორმა, მომგებიანობის ინდექსი;
  • ფინანსური ანალიზი მისი გავლენა და მათი გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებებისას.
შეფასება: პრაქტიკული 30%
პრეზენტაცია გამოცდა 70%
საბოლოო შეფასება 100%
 
სწავლის შედეგები: კურსის გავლის შემდგომ მსმენელმა უნდა შეძლოს:
  • ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
  • BEEP და CVP ანალიზის განხორციელება;
  • კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის გაკეთება.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება ჯგუფში: 450 ლარი (ერთი მსმენელისთვის).
 
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვაკომპანიაში ფინანსურ მენეჯერებად და საკმაოდ წარმატებულად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
 
გაითვალისწინეთ!  ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  თქვენთან კომპანიაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა.
საკონსულტაციო მომსახურება:
 
თუ ხართ ახალბედა მეწარმე, გსურთ დააზღვიოთ თქვენი კომპანია ფინანსური რისკებისგან,ან შეგექმნათ კომპანიაში ფინანსური პრობლემები, მოახდინოთ ფინანსების ოპტიმიზაცია და გესაჭიროებათ სპეციალისტისგან საკონსულტაციო მომსახურება, ჩვენი ბიზნეს ექსპერტები გაგიწევენ დახმარებას.

ექსპრეს ტრენინგი  - ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიები
 
,,ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ ექსპრეს კურსს დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის.
 
ტრენინგის მიზანი: პროფესიული ზრდა, მოტივაცია, ეფექტური მეთოდების გამოყენება
 
თემები:
  • სტრატეგიული რუქა და მათი პრაქტიკული გამოყენება;
  • მიზანი;
  • დაგეგმვა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურები და კოორდინაცია;
  • მოტივაციის მოდელები;
  • კადრების მართვა;
  • ეფექტური კონტროლი.
კურსდამთავრებულის უპირატესობანი: პროფესიულ ზრდა და ეფექტურ მართვა.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება ჯგუფში: 450 ლარი (ერთი მსმენელისთვის).
 
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა კომპანიაში მენეჯმენტის განხრით და ისინი გაცილებით მეტ ფინანსურ შემოსავალს იღებენ ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად, ვიდრე სწავლაში გადახდილი ფულია.
 
გაითვალისწინეთ!  ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  თქვენთან კომპანიაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა.
 
საკონსულტაციო მომსახურება: ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე პრობლემა, ხართ ახალბედა მეწარმე, მენეჯერი და გსურთ მიიღოთ საკონსულტაციო მომსახურება, ჩვენი ბიზნეს ექსპერტები კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ.
 
გაითვალისწინეთ - ტრენინგ-კურსების ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენ სასწავლო ცენტრში, ისე ქალაქ გარეთ წოდორეთის სასტუმრო-რანჩოზე!
  • ექსპრეს კურსების ღირებულება რანჩოზე:  
  • ბიზნეს ადმინისტრირება - 480 ლარი;
  • ფინანსური მენეჯმენტი - 490 ლარი;  
  • ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიები - 480 ლარი;
თანხის გადახდა ორ ეტაპად.
მინიმალური ჯგუფი - 6 მსმენელი.

კურსის ხანგრძლივობა 12 საათი, დღეში  6 საათი (საათნახევრიანი ლექციები - შესვენებით).
 
ტრენინგ-კურსებს უძღვება:
გიორგი ჭავჭავაძე - ბიზნეს ტრენერი,  ამერიკული საინვესტიციო კომპანია RDS-ის ბიზნეს მრჩეველი საქართველოში, „ჯიპას“ ლექტორი. 
 
ღირებულებაში შედის:
  • მეტრო „დელისამდე“ ტრანსპორტირება;
  • კვება, ლანჩი, კვირას საღამოს "ბარბიქიუ";
  • რანჩოზე ცხენზე გასეირნება.
რანჩოს სასტუმროს ნომრის ღირებულება ერთი ღამით და საუზმით  -  90  ლარი.
დამატებით ადგილზე ერთჯერადად კვება:  25-დან-30 ლარამდე, გააჩნია შერჩეულ მენიუს.
 
მოკლე - 2 დღიანი საცხენოსნო კურსი -  80 ლარი;
სრული 10 გაკვეთილიანი კურსი - 380 ლარი.
 
ლექციების დამთავრების შემდეგ მსმენელთა ჯგუფს რანჩოს ზღაპრულ გარემოში და ცხენებზე სამახსოვრო სურათების გადაღება შეეძლებათ, აგრეთვე გაერთონ და საინტერესოდ დაისვენონ (მაგიდის ტენისი, ბილიარდი, პოკერი და სხვა).
 
ისწავლეთ და დაისვენეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და რანჩოს ზღაპრულ გარემოში!
გახსოვდეთ  დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები