GE
კონკურსი სტუდენტებისთვის – "მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება"
მედიაციის ცენტრი საქართველოში სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციაში:  "მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
საკონკურსო ნაშრომების მიღებისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში:  "მედიაციის განვითარება საქართველოში: პერსპექტივა და გამოწვევები",  რომელიც გაიმართება 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის ორგანიზებით. პროექტის : "მედიაცია საქართველოში - კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი", ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.
 
პროექტს ახორციელებენ "მედიაციის ცენტრი" და "მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი“.
 
საკონკურსო თემა უნდა იყოს შემდეგი სახის:
  • სრული ტექსტი 4-6 გვ. (თავფურცელის ჩათვლით);
  • შრიფტი: Sylfaen;
  • ხაზებს შორის დაშორება-1.5;
  • შრიფტის ზომა-12
საუკეთესო ნაშრომების ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო.
 
კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო პრეზენტატორი რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
  • 1-ლი ადგილი: 500 ლარი;
  • მე-2 ადგილი: 350 ლარი; 
  • მე-3 ადგილი : 200 ლარი.
გაიცემა სამი სახის სერთიფიკატი: მონაწილის (ვინც მხოლოდ გამოგზავნა აპლიკაცია, მაგრამ არ აირჩა) კონფერენციაზე თემის წარმდგენელის და გამარჯვებულის (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მქონე). რომლებიც დასაჩუქრდებიან "საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის" მიერ გამოცემული წიგნებით.
 
საკონკურსო თემა უნდა გამოიგზავნოს 6 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@mediacia.org.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: megibibiluri@gmail.com
 
ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები