GE
ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის კურსი სტაჟირებით
ტრენინგცენტრი NB გიწვევთ ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრენინგზე ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურისტული მენეჯმენტით, სტუდენტებსა და საკუთარი ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ტურიზმი, როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული ფირმის ფუნქციონირება, ტურისტული სერვისის, ტურ–პროდუქტების: (ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების) სახეები, მათი რეკლამირება და გაყიდვა, სასტუმრო და განთავსების ინდუსტრიის სახეები და მათი ფუნქციონირება, მომხმარებელი და კონკურენტული დონე საერთაშორისო და ქართულ ტურისტულ ბაზარზე, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.

თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ გასვლითი ინფო ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ტურიზმის მენეჯმენტის თეორიულ-პრაქტიკული კურსი:
  • ტურიზმის არსი - ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, განმარტებები, საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმში.
  • ტურისტული ბიზნესი - ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი.
  • ტურიზმი 21-ე საუკუნეში - მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები. საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები, საქართველოს ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
  • ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა - სატრანსპორტო საშუალებები, ატრაქციონები, ანიმაციები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები
  • ტურისტული პროდუქტი და მომსახურება
  • ტურ-ოპერატინგი - ექსკურსიების, ტურების და ლაშქრობების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურ-პროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა.
  • გიდი - გიდისთვის საჭირო მასალის მოძიება, გიდის უნარ-ჩვევები.
  • ავიასერვისი - საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები
  • სავიზო მხარდაჭერა - სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმრო ინდუსტრია - სასტუმრო მენეჯმენტი, სასტუმროების კლასიფიკაცია, სასტუმროს სერვისი, სასტუმროს პერსონალი და მართვა.
  • ტურიზმის მარკეტინგი - ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, გასაღება. ინტერნეტ მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში, მარკეტინგული კვლევები, სტატისტიკა.
  • ტურისტული კონკურენცია, როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე -კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე.
  • მომხმარებელი-ტურიზმის ბიზნესში - მომხმარებლის სეგმენტაცია, ტურისტის მიზნები და მოთხოვნილებები.
  • პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში - პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები.
  • ფინანსები და გადასახადები - ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურ-პროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში - ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ტურ-აგენტებსა და ტურისტებთან.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი.
სწავლის პროცესში მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

ღირებულება: 300 ლარი 5 კაციან ჯგუფში. ინდივიდუალურად: 550 ლარი.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

გთავაზობთ ტრენინგს სასტუმროს მენეჯმენტში.

სასტუმროს მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია იმ პროფესიის ადამიანებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მენეჯმენტით, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისათვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

აღწერა - პროგრამა მოიცავს ერთთვიან კურსს სასტუმრო მენეჯმენტში, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას. მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ - სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, მსოფლიოს სასტუმრო ქსელები, როგორ ფუნქციონირებს სასტუმრო და სხვადასხვა განთავსების საშუალებები, მათი ტიპები, კლასიფიკაცია, სასტუმროს აღწერა - ოთახები და კვება, სასტუმროს რეკლამირება და ურთიერთობა პარტნიორებთნ, უახლესი კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში, საქართველოში არსებული სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების დახასიათება.

კურსი დეტალურად:
  • სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია;
  • ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები;
  • სასტუმროს ტიპები, მომსახურების სერთიფიკაცია;
  • სასტუმროს პროდუქტი და მომსახურების სახეები;
  • სასტუმროს ორგანიზება და პერსონალი;
  • სასტუმროს მარკეტინგი, ინტერნეტ რეკლამირება;
  • სასტუმროს მომხმარებელი და მათი სეგმენტაცია;
  • კონკურენცია სასტუმრო ბიზნესში;
  • ფინანსები - პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების განსაზღვრა;
  • კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში;
  • იურიდიული საკითხები - ხელშეკრულებები მომხმარებლებსა და პარტნიორებთან;
  • საქართველოში არსებული სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას სასტუმროებში და ადგილზე შეისწავლიან სასტუმროს მენეჯმენტს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე, კვირაში სამჯერ.
კურსის ღირებულებაა 200 ლარი - ჯგუფურად; ინდივიდუალურად - 400 ლარი.

ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები