სამართლის სამაგისტრო პროგრამა გარანტირებული სტიპენდიით
ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გარანტირებული სტიპენდიით 2015 აკადემიური წლისათვის 10 საკონკურსო ადგილზე.
სამაგისტრო სწავლების ორი სემესტრი ტარდება თბილისში, ხოლო ერთი სემესტრი ტარდება ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ, ილინოისის ტექნოლოგოების ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში.
საქართველოში ორსემესტრიანი სწავლება იწყება 2015 წლის იანვარში. ლექციები ტარდება თვეში ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას. ორსემესტრიანი სწავლების განმავლობაში (2015 წლის იანვარი-დეკემბერი) ტარდება 10 სავალდებულო კურსი მხოლოდ ჩიკაგო-კენტის პროფესორების მიერ. სწავლების ყველა კომპონენტი - კურიკულუმი, სილაბუსი, სალექციო და საგამოცდო მასალა, ასევე GPA სტანდარტით გამოცდების შეფასება ხორციელდება მხოლოდ ჩიკაგო-კენტის პროფესორების მიერ დამოუკიდებლად.
ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სამაგისტრო სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში. საქართველოში ორსემესტრიანი სწავლებისას დაგროვილ კრედიტებს სრულად აღიარებს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, რის საფუძველზეც სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა და სრულდება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხის (LL.M) მინიჭებით “საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში” (LL.M in “U.S., International and Transnational Law).
ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართვა შეუძლიათ:

- პრაქტიკოს იურისტებსა და მოქმედ ადვოკატებს;
- სამართლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს;
- სამართლის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს;
- დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრიატის დიპლომი სხვა სპეციალობებში, მაგრამ ამასთანავე ფლობენ სამართლის მაგისტრის ხარისხს და არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.
ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობებია:
- პროფესიული საქმიანობისაგან მოუწყვეტლად სამაგისტრო სწავლების ორსემესტრიანი ნაწილის გავლის შესაძლებლობა თბილისში;
- ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა გარანტირებული დაშვება ჩიკაგოში, აშშ-ში ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო სწავლების დასასრულებლად;
- ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდგომ ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება;
- ჩიკაგოში სამაგისტრო სწავლების საფასურის 75 პროცენტის გადახდისაგან გარანტირებული გათავისუფლება, რის შედეგადაც მაგისტრატურის ღირებულება ორსემესტრიანი პროგრამის კურსდამთავრებულისათვის შეადგენს 10 000 აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 აშშ დოლარისა;
- ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, აშშ-ში სამართლის მაგისტრის ხარისხის მიღება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა;
- საქართველოში ორსემესტრიანი სწავლების საფასურის სამ ეტაპად დაფარვის შესაძლებლობა;
- ორსემესტრიანი სწავლება საქართველოში ინგლისური ენის სრულყოფის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ამზადებს სტუდენტს ჩიკაგოში სამაგისტრო სწავლებისათვის;
- საქართველოში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდგომ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება (“TOEFL Waiver”).
ორსემესტრიანი სწავლება საქართველოში მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე და სავალდებულო 10 საგანი მოიცავს სამართლის ისეთ თანამედროვე მიმართულებებს, როგორიცაა: International Business Transactions, E-Commerce, Antitrust Law, Online Contacting, Comparative Advertising & Marketing Law, International Criminal Law, Legal Writing, IP Asset Management, US & EU Privacy Law, US Intellectual Property Law და სხვა.
საქართველოში ორსემესტრიანი სწავლების საფასური შეადგენს 6 200 (ექვსი ათას ორას) აშშ დოლარს. ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთ სემესტრიანი სწავლების საფასური (ჩიკაგო, აშშ) ორსემესტრიანი სწავლების კურსდამთავრებულთათვის შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- CV ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ასლი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის სავალდებულო მითითებით ქართულ ან ინგისურ ენაზე;
- პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი;
- დიპლომის ელექტრონული ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატზე სწავლის თაობაზე;
დოკუმენტაცია იგზავნება ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე.
საკონკურსო ეტაპები და თარიღები:
- დოკუმენტაციის წარდგენა: 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2014 წლის 2 დეკემბრამდე;
- გასაუბრება: 10 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე;
- ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება აპლიკანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით: არაუგვიანეს 2014 წლის 24 დეკემბრისა;
- აკადემიური წლის ოფიციალური გახსნა: 2015 წლის 17 იანვარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა ამერიკაში ერთ-ერთი მაღალ-რეიტინგული სამართლის სკოლაა, რომელიც აღიარებულია ლიდერად იურიდიულ განათლებაში თანამედროვე სამართლის დარგების მრავალფეროვნების, სწავლების მეთოდების ინოვაციურობისა და სამეცნიერო მიღწევების გამო.
US News & World Reports-მა 2014 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიაკუთვნა:

- Trial Advocacy – მე–6 ადგილი
- Intelectual Property Law – მე–10 ადგილი
ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის შემდეგ.
ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამების, სტიპენდიების და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:
ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამების, სტიპენდიების და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტუდენტების და დამფუძნებლების ვიდეო ინტერვიუები გთხოვთ იხილოთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის