GE
ზოგადი და სპეციალიზირებული ინგლისური, TOEFL,IELTS,B2
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე მეთოდით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 
მიმდინარე აქცია!
 
ინგლისური ენის კურსის არჩევის შემთხვევაში საჩუქრად გადმოგეცემათ წიგნი, სამუშაო რვეული, ლექსიკონი და DVD მასალები.
 
სასწავლო პროცესს უძღვებიან საერთაშორისო სერთიფიკატისა და გამოცდილების მქონე ქართველი/უცხოელი პედაგოგები.
 
კომპანიის მიზანია უცხოური ენების სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში.
 
ჩვენ გთავაზობთ, როგორც ზოგადი, ასევე, სპეციფიკური ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამებს:
 
1.    ზოგადი ინგლისური:
 
ევროპული ცენტრი გთავაზობთ ზოგადი ინგლისურის შემსწავლელ პროგრამას, როგორც ზრდასრულთათვის, ასევე მოზარდებისათვის 15-18 წელი. ზოგადი ინგლისურის კურსის დონეები და ტესტირების შედეგად მიღებული ქულები სრულად შეესაბამება ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages(CEFR)) დონეებს.
  • Beginner (დამწყები);
  • Elementary (ელემენტარული);
  • Pre-Intermediate (საშუალოზე დაბალი);
  • Intermediate (საშუალო);
  • Upper-intermediate (საშუალოზე მაღალი);
  • Advanced (უმაღლესი) .
 
მეცადინეობის ხანგრძლივობა:  3 თვე, კვირაში სამჯერ, 2 საათი.
კურსის ღირებულება: 1 თვე 120 ლარი.

2.     TOEFL,IELTS - მოსამზადებელი კურსები:
  • კითხვის, მოსმენის, წერის და მეტყველების უნარების გაუმჯობესება, ასევე გრამატიკის გამეორება;
  • მთავარი გამოცდის ჩასაბარებლად აუცილებელი სტრატეგიებისა და ტექნიკის შესწავლა;
  • ვარჯიში თემების წერაში;
  • ტესტის შესრულების გაუმჯობესება ლიმიტირებულ დროში;
  • საცდელი ტესტის სრული ვერსიის ჩაბარება.
კურსი მოიცავს მეცადინეობის 8 კვირას, კვირაში 2-ჯერ.

სტუდენტების რაოდენობა კლასში: მაქსიმუმ 6 სტუდენტი. შესაძლებელია ინდივიდუალური სწავლებაც.
სრული კურსის ღირებულება: 400 ლარი. ინდივიდუალურად 550 ლარი.
 
3. სპეციალიზირებული ინგლისური

ინგლისური ენის კურსი სხვადასხვა სპეციალობით დასაქმებული ადამიანებისათვის მოიცავს საკომუნიკაციო, სასაუბრო ინგლისური ენის შესწავლას კონკრეტული მიმართულებებით:
  •  ადმინისტრირება, ოფიციალური და არაოფიციალური წერილებით კომუნიკაცია (Letter Writing), 24 საათი;
  •  ბიზნესის მართავა - ზოგადი ოპერაციები, მარკეტინგი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,მოლაპარაკებათა წარმოების უნარ-ჩვევები, 36 შეხვედრა;
  •  პროფესიულ საჭიროებები - IT სპეცილისტებისთვის, 16 საათი;
  •  ტექნიკური ინგლისური - საბანკო საქმე, ენერგეტიკის სფერო, ჯანდაცვის სფერო და ა.შ . ხანგრძლიობა 36 საათი;
  •  ინგლისური მედიის წარმომადგენლებისთვის , 36 საათი.
ღირებულება ინდივიდუალურად 250 ლარი

მსმენელებმა წინასწარ უნდა გაიარონ ენის ცოდნის განმსაზღვრელი ტესტირება, რომელიც ჩვენს საიტზე სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები