GE
ადმინისტრაციული მენეჯერის კომპლექსური პროგრამა
ღირებულება: 280 ლარი
კურსი გაკუთვნილია მათთვის: ვისას სურს იმუშაოს ორგანიზაციაში მეჯერის, ოფის მენეჯერის, ადმინისტრატორის, დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე, ან თავად შექმნას საკუთარი  ბიზნესი და დამოუკიდებლად შეძლოს მისი მართვა. თქვენ მიიღებთ კომპლექსურ ცოდნას და შეიძენთ იმ უნარებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებულ საქმიანობაში.
 
პროგრამა მოიცავს:
  • ზოგადი მენეჯმენტი;
  • საქმის წარმოება;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამები;
  • ინგლისური ენა.
ადმინისტრაციული  მენეჯმენტის მიზნები:
  • ადმინისტრაციული  მენეჯერის ადგილი ორგანიზაციის სტრუქტურაში;
  • ორგანიზაციის მართვის თანამედროვე მეთოდები;
  • მენეჯერის ვიზუალიზაცია, ქცევის წესები, უნარები, სხეულის ენა, ჟესტიკულაცია;
  • სამუშაოს დაგეგმვა, დროის ეფექტური მენეჯმენტი, პრიორიტეტების მიხედვით;
  • მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • ეფექტური კომუნიკაცია-წარმატებული შიდა და გარე კომუნიკაცია;
  • კორესპონდენციის წარმოება;
  • სატელეფონი ზარებზე პასუხი;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • ხელშეკრულებების, ინვოისების, აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადების უნარები;
  • თანამშრომლების სამუშაო დროის გადანაწილების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, საბუთების წარმოება;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციები, მივლინებები, სტუმრების მიღება;
  • სარეკლამო საქმე;
  • სოციალური ქსელების და სარეკლამო, ინტერნეტ გვერდების აქტიური გამოყენება საქმიანობის მიხედვით;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და ბრუნვითი უწყისის წაკითხვის და სამომავლო ოპტიმიზაციის უნარები;
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ინტერნეტბანკის გამოყენება;
  • სალარო აპარატთან მუშაობის უნარი;
  • პროფესიონალური CV-ის შედგენა;
  • კადრების მონაცემთა ბაზების, ხელშეკრულებების, და სხვა დოკუმენტაციების წარმოების უნარი;
  • ახალი კადრის მოძიება, მისი შერჩევა და გასაუბრებაში აქტიური მონაწილეობა.
კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებთ ადმინისტრაციული მენეჯერის პოზოციაზე მუშაობას!

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
ჯგუფი შედგება არანაკლებ:5 მსმენელისგან
კურსის ღირებულება თვეში: 280 ლარი
ლექციები ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ. დღეში ჩატარდება ლექცია ორ საგანში.
 
მესამე თვეს ლექციების კურსთან ერთად გაივლით გარკვეულ პრაქტიკას!
 
კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებლებთან.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები