GE
3D Max, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw, Adobe InDesign CS3/CS4/CS5 კურსები
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" გიწვევთ 3D Max, Photoshop, Illustrator, Corel, Adobe InDesign CS3/CS4/CS5-ის შემსწავლელ კურსებზე.

გთავაზობთ გრაფიკული პროგრამების შესწავლას: 3D Max, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw, Adobe InDesign CS3/CS4/CS5. სწავლება წარმოებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, გაძლიერებული პრაქტიკით. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო პირობებით. მეცადინეობას ატარებენ კვალიფიციური პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

1. 3ds Max:

I დონე - მოდელირება, ტექსტურირება:
  • პროგრამის ინტერფეისის და ძირითადი (მობრუნების, მასშტაბირების და გადაადგილების) ხელსაწყოს გაცნობა
  • პროგრამის მოწყობა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად
  • სწრაფი ღილაკების შექმნა და არსებულის ათვისება
  • სტანდარტული და არასტანდარტული პრიმიტივების გაცნობა და მათი თავისებურებები
  • პროგრამის მიერ შემოთავაზებული ელემენტების (კედელი, კარი, ფანჯარა, კიბე, მცენარე) გაცნობა და გამოყენება
  • ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება (ამოჭრა, გაერთიანება, თანაკვეთა) Boolean და ProBoolean ბრძანების მეშვეობით
  • მოდიფიკატორების დანიშნულება: Noise, Bend, Slice, Lattice, Mirror, Shell, Taper, Twist, FFD
  • ორგანზომილებიანი ობიექტების გაცნობა და მათი კონვერტირება რედაქტირებად ხაზებში
  • სურათის შემოტანა პროგრამაში და მის მიხედვით კონტურების შექმნა
  • სპლაინებიდან სხეულის მიღება მოდიფიკატორი: Lahte, Bevel, Eztrude, Surface, Bevel Profile
  • ბრძანება Lofting-ის და მისი თვისებების გაცნობა
  • Edit poly-ის ბრძანებების გაცნობა
  • მატერიალის ედიტორის გაცნობა
  • ობიექტების ტექსტურირება და ტექსტურის გასწორება მოდიფიკატორ UUVW-ის მეშვეობით
  • DWG ფაილებთან მუშაობა, მათი შემოტანა და დამუშავება
  • მოდიფიკატორი Unwramp UVW.
II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი, ეფექტები:
  • Mental Ray-ის ვიზუალიზაციის პარამეტრები
  • დღის განათება
  • სინათლის დამატებითი ეფექტები
  • გარემოს ეფექტების მართვა
  • 2D ფოტოსა და 3D ობიექტის ერთმანეთთან დაკავშირება
  • რეალური ფარდისა და გადასაფარებლის შექმნა მოდიფიკატორი Cloth-ის მეშვეობით
  • ანიმაციის გასაღებების შექმნა და მათი მართვა
  • ობიექტის მრუდზე მოძრაობა - Constranis
  • კამერის დანიშნულება და ეფექტები
  • მოძრავი კამერის სამიზნის მიმაგრება მოძრავ ობიექტზე
  • ვიდეოფაილების დარენდერება.
კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (20 გაკვეთილი).
კურსის საფასური: 200 ლარი თვეში (ინდივიდუალურად).

კურსდამთავრებული შეძლებს:
  • სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას (რენდერს); ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას;
  • ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირება და ვიზუალიზაცია; 3D ეფექტების გამოყენება.
  • საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას.
2. Adobe Photoshop - რასტრულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიონალური კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

3. Adobe Illustrator - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიული კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

4. Corel Draw - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიული კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
  • რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop მუშაობის პრინციპები
  • ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator მუშაობის პრინციპები
  • ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Corel Draw მუშაობის პრინციპები
  • გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტების და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება
  • ბრენდინგის ელემენტების დანიშნულება, მათი შემუშავება; აგრეთვე, შეიძენს უნარს, დამოუკიდებლად აითვისოს სხვა გრაფიკული პროგრამები.
მსმენელი შეძლებს:
  • სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებებისა და ფოტოების დამუშავებას.
  • გრაფიკული პროგრამების დახმარებით ხატვას, სარეკლამო პლაკატის, პოსტერის, ლოგოს, ბროშურის, კლიპარტის, სავიზიტო ბარათის შექმნას.
  • ვებ-საიტების ესკიზების და მაკეტების შექმნას.
5. Adobe InDesign CS3/CS4/CS5 (საგამომცემლო, დაკაბადონების პროგრამა):

სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება.

კურსი მოიცავს:
  • პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესავალი, სახე, ახალი დოკუმენტის შექმნა.
  • სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება. ტექსტთან მუშაობის რეჟიმები. სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა, ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაცია. ფერებთან მუშაობა.
  • სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ფორმატის გამოსახულებების შემოტანა ბრძანება Place-ის საშუალებით; შემოტანილი გრაფიკული გამოსახულებების ფორმატირება, ობიექტისთვის ნიღბების დამატება და ველის ჩამოსაშლელი კონტურები (Clipping Path).
  • გვერდი ოსტატი (Master): დამატებითი გვერდ ოსტატის შექმნა და წაშლა.
  • გვერდ ოსტატის იერარქია და იმპორტირება; დოკუმენტის ავტომატური ნუმერაცია, მისი დამატებითი პარამეტრების გამოძახება და რედაქტირება; კოლონტიტულების შექმნა;
  • ეფექტები: გრაფიკული ობიექტების დამატება ბიბლიოთეკაში და მათი გამოყენება.
  • პალიტრა Effect; ფერის დადების რეჟიმი; გადაფარვის არის იზოლაცია და ამოჭრა ჯგუფში; გაბნევის ეფექტი; ჩრდილის ეფექტები; ობიექტის გამჭვირვალობა;
  • სტილებთან მუშაობა: აბზაცის და სიმბოლოს სტილები; ტექსტის მოდელზე სტილის შექმნა; რედაქტირება, დუბლირება; სტილების იერარქია; სტილების იმპორტირება, წაშლა და ჩანაცვლება;
  • (Table) ცხრილის შექმნა, პარამეტრები, რედაქტირება, გაფორმება; ცხრილის გარდაქმნა ტექსტად და პირიქით; ცხრილის სტილების შექმნა; ცხრილის იმპორტირება Microsoft Word და Microsoft Excel-იდან.
  • ფაილების დაკავშირების მეთოდები; პალიტრა Links; კავშირების განახლება.
  • ბუკლეტის, სარეკლამო სტატიის, წიგნის დაკაბადონების მაგალითები.
  • სქოლიოების შექმნა და რედაქტირების ფანჯარა.
  • პალიტრა Book (ფაილების გაერთიანება).
  • პალიტრა layer (ფენებთან მუშაობა); ფენების შექმნა, რედაქტირება და გაერთიანება, იერარქია.
  • სარჩევის შექმნა.
  • საგნობრივი საძიებლის შექმნა.
  • RGB-ის და CMYC-ის სამუშაო სივრცე.
  • ბრძანება Package.
  • დოკუმენტის ექსპორტირება: PDF ფაილის შექმნა.
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1:30 საათი.
კურსის საფასური: 200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 250 ლარი (ინდივიდუალურად).

6. ArchiCAD

გთავაზობთ ArchiCAD-ის შესწავლას პროფესიულ დონეზე, კურსი განკუთვნილია არქიტექტორების, დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის.

პროგრამა მოიცავს:
  • პანელების მოწყობა
  • ფურცლის მასშტაბში მოყვანა
  • ხაზთა ტიპები, წრეწირი და მისი თვისებები: move, copy, rotate, mirror
  • კედელი, სვეტები და რიგელი
  • მართობული და პარალელური ხაზები
  • კარები, ფანჯრები
  • იატაკი, სართულები
  • პერგამენტი, სურათის შემოტანა
  • რელიეფის აგება
  • კიბეების და პანდუსების დამზადება, აწყობა
  • ჭრილები და ფასადები
  • გადახურვა
  • ფართობის დათვლა Fill
  • ზომის ხაზები, ნიშნულები და ტექსტები
  • ლეიერები, ბიბლიოთეკის ელემენტები
  • რენდერი.
კურსის ხანგრძლივობა: 15-18 გაკვეთილი
ღირებულება: 250 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 350 ლარი (ინდივიდუალურად).

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები