GE
საბანკო საქმე + უფასო სტაჟირება ბანკში თბილისი, რეგიონები
ღირებულება: 320 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ საბანკო საქმე + ბანკში უფასო სტაჟირების შემსწავლელ კურსზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 
სასწავლო ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.

გარდა ძირითადი კურსისა, თქვენ ჩაგიტარდებათ დამატებით მასტერკლასები საქართველოს საბანკო სექტორიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტებისაგან.

საბანკო საქმის შემსწავლელი პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს თანამედროვე საბანკო-საკრედიტო სისტემა;
  • ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საბანკო-საოპერაციო პროდუქტები; საბანკო ანგარიშის სახეები, ანაბრის ტიპები;
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკა; საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა;
  • ბანკის საშუამავლო ოპერაციები;
  • პლასტიკური ბარათების ბაზარი;
  • ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
  • კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა და სხვა.
კურსს უძღვებიან აღიარებული ექსპერტ-ტრენერები.

ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
 
საბანკო საქმის სახელმძღვანელოები  მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!
 
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა (კვირაში 2-ჯერ) + 2 კვირა სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).
მთლიანი კურსის ღირებულება: 320 ლარი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია. იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია.

ევროპის აკადემიური ცენტრი- მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!
 
კურსზე რეგისტრაციისათვის შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები