GE
გერმანული ენის კურსი
ღირებულება: 120 ლარი
ტრენინგ ცენტრი NB გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას სხვადასხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის ნებისმიერ მსურველს.
 
ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სწავლების შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ცენტრში შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ მსმენელმა მშვიდ გარემოში ეფეტურად შეძლოს ცოდნის ათვისება.
 
გასაუბრების და ტესტის საფუძველზე მოხდება სტუდენტის შესაბამის კურსზე ჩარიცხვა. კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • მარტივი კომუნიკაცია;
  • გრამატიკის სრული კურსი;
  • გოეთეს ინსტიტუტის სტანდარტით ნებისმიერი დონის: ( A1 - A2  Start Deutsch; B1 - B2 Zertifikat Deutsch; C1 - C2  Wirtschaft Deutsch) სერთიფიკატისთვის მომზადება;
  • აბიტურიენტების საგამოცდო პროგრამა;
  • საბავშვო პროგრამა (სწავლება თამაშით, გასართობი გაკვეთილები);
  • სამედიცინო გერმანული;
  • ბიზნეს გერმანული;
  • Au-Pairპროგრამა.
მეცადინეობები ტარდება კვირაში 3 ჯერ მსმენელებთან  შეთანხმებით. ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
თითო თვის ღირებულება:  120 ლარი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
გთავაზობთ დახმარებას ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გამგზავრება გერმანიაში, სადაც დასაქმდებით გერმანულენოვან ოჯახებში (მხოლოდ გოგონებისათვის 18-დან 26წლამდე). გეძლევათ შანსი, გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურასა და ხალხს, შეისწავლოთ გერმანული ენა ან აიმაღლოთ ენის ცოდნა პრაქტიკით. Au-Pair- ებს ეძლევათ საშუალება ხელმისაწვდომ ფასებში გაიარონ გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, რაც დაეხმარებათ მომავალი პროფესიული შანსების გაზრდასა და  დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში. მათთვის ცხოვრება და კვება უფასოა, იღებენ ყოველთვიურად ჯიბის ფულს - მინიმუმ 260 ევროს და ამის სანაცვლოდ ეხმარებიან მასპინძელ ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობასა და სახლის მსუბუქ სამუშაოებში.
 
Au- Pair -სთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობები:
  • გერმანული ენის მყარი საბაზისო ცოდნა ( Start Deutsch- ის სერთიფიკატი);
  • ასაკი 18 -დან 26 - წლამდე ( გერმანია);
  • ცნობა იუსტიციის სამინისტროდან ნასამართლეობის შესახებ. (ორიგინალი და თარგმანი გერმანულ ენაზე);
  • მზადყოფნა უცხო ქვეყნის თავისებურებებთან შეგუებისთვის.
მასპინძელი ოჯახი გთავაზობთ:
  1. კვებას სრული რაციონით;
  2. საკუთარ ოთახს;
  3. ჯანმრთელობის დაზღვევას;
  4. გერმანიაში მგზავრობის ბილეთს;
  5. ჯიბის ფულს- 260 ევრო;
  6. 1,5 დღე თავისუფალი, როგორც წესი – კვირა
  7. სამუშაო საათები: კვირაში 30 საათი, 6/5, დროის განაწილება ხდება ოჯახთან შეთანხმებით;
  8. 4 კვირიანი ანაზღაურება და შვებულება;
  9. საშუალება გაქვთ მონაწილობა მიიღოთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში.
ყველა მსურველს გაგიწევთ უფასო კონსულტაციებს და მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროგრამასთან დაკავშირებით; დაგეხმარებით დოკუმენტების მომზადებაში (დოკუმენტების თარგმნა, მოსაწვევის მიღება მასპინძელი ოჯახისაგან გერმანული ორგანიზაციის გავლით); დაგეხმარებით გერმანულ ოჯახთან კომუნიკაციაში e- mail, Fax- ით, skype და ა. შ; ასევე ვიზირებასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.

.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები