GE
ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევების სასწავლო კურსი
ღირებულება: 150 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების სასწავლო კურსს.

მიზანი: ტრეინინგის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
 
ტრეინინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნობიან კომუნიკაციის არსსა და მოდელებს, ინფორმაციის გაცვლის ტექნიკებს, განივითარებენ შედეგებზე ორიენტირებული კომუნიკაციისათვის საჭირო უნარებს.

სწავლების მეთოდოლოგია: მეთოდოლოგია ეყრდნობა ინტერაქტიული სწავლების შემდეგ ძირითად მიდგომებს: ლექცია, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, კონკრეტული სიტუაციების გარჩევა, სიტუაციური თამაშები, თვითშეფასების ტესტები, ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები და პროექტის პრეზენტაცია.

შედეგი: მსმენელები გამოიმუშავებენ ეფექტური კომუნიკაციისუნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა სამსახურეობრივი, ასევე პერსონალური ურთიერთობების წარმატებით განხორციელებას.
 
სასწავლო კურსის შინაარსი:
 
1. ეფექტური კომუნიკაციის არსი, მიზანი და მოდელი (ლექცია, დისკუსია, კონკრეტული სიტუაციის გარჩევა)
  • კომუნიკაციის სტილი და მეთოდები;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია: ჟესტების ენა, ვიზუალური მასალის გამოყენება, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;
2. ინფორმაციის გაცვლა (ლექცია, დისკუსია, როლური თამაში, ჯგუფური სავარჯიშო)
  • კომუნიკაციის მსვლელობა: პროცესზე მოქმედი ფაქტორები და ბარიერები;
  • ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა: პირადი კონტაქტი, სატელეფონო საუბარი, წერილების წერა;
  • აქტიური მოსმენის ტექნიკა;
  • კითხვა-პასუხი და შენიშვნების მომზადება.
3. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება (ლექცია, დისკუსია, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, ინდივიდუალური სავარჯიშო
  •  ბრიფინგი სეფექტურად ჩატარება;
  • სამუშაო შეხვედრების წარმართვა;
  • აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • ანგარიშების მომზადება.
4. შედეგებზე ორიენტირებული კომუნიკაცია (ლექცია, დისკუსია, თვითშეფასების ტესტი, პროექტის პრეზენტაცია)
  • ეფექტური უკუკავშირის უნარ-ჩვევები;
  • დარწმუნების ტექნიკა;
  • კომუნიკაცია სამსახურში.
პროგრამის ხანგრძლივობა 12სთ , კვირაში 2 დღე, დღეში 2 საათი. 

კურსის დამთავრების შემდეგ გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.
 
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები