GE
ფინანსების, ბუღალტერიის, აუდიტის, საგადასახადო საქმის კურსები
ქართულ–კანადური საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ კურსებს საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ მენეჯმენტში.
 
ბუღალტერიის კურსი საერთაშორისო სტანდარტებით:
 
ტრენინგს ატარებს: პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი ხათუნა ჯოხაძე, რომელსაც გააჩნია როგორც ტრენინგებისა და ლექცია სემინარების, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის კურსებს საერთაშორისო სტანდარტით, როგორც დამწყები, ასევე, მოქმედი ბუღალტრებისათვის, შესაბამისად, გვაქვს როგორც თვე-ნახევრიანი (დაჩქარებული კურსი), ასევე, სამთვიანი პროგრამები. სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მასალებს, პროგრამაში, ასევე, შედის კომპიუტერული ბუღალტერია: Oris, Info, SuperFin არჩევით.

აღნიშნული კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ შეძლებთ პრაქტიკული ბუღალტერიის წარმოებას ნებისმიერ კომპანიაში.

პროგრამა მოიცავს:
  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეები, მეთოდი, ამოცანები, პრინციპები
  • ბუღალტრული დოკუმენტების კლასიფიკაცია
  • პირველადი დოკუმენტების მომზადება-ანალიზი
  • ბალანსი
  • მოგება-ზარალი
  • ფულადი ნაკადების მოძრაობა (Cash Flow)
  • კაპიტალის მოძრაობა
  • სხვა ახსნა-განმარტებითი პოლიტიკა
  • საგადასახადო კოდექსის ძირითადი საკითხები
  • ელექტრონული დეკლარაციების შევსება (სასაქონლო-ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, მოგების, საშემოსავლო, ქონება, დღგ)
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები (Oris, Info, SuperFin)
კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე.
გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში.
კურსის ღირებულება ჯგუფში: 150 ლარი თვეში.
ინდივიდუალურად: 220 ლარი თვეში.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: ექვსი კვირა (დაჩქარებული კურსი).
გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში.
კურსის ღირებულება ჯგუფში: 270 ლარი. ინდივიდუალურად 380 ლარი.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
ფინანსური მენეჯმენტი

ტრენინგს ატარებს პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი ხათუნა ხოჯაძე.
 
ტრენინგის პროგრამა:
  • ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების ზოგადი ანალიზი
  • კოეფიციენტური ანალიზი
  • ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის ანალიზი
  • რთული და მარტივი პროცენტის დარიცხვა
  • ფულის ღირებულებითი თეორია
  • კომპანიის ბალანსის ანალიზი
  • პროექტების შეფასების მეთოდები
  • კომპანიის მოგება-ზარალის უწყისი
  • ფინანსური ანგარიშგების ფარდობითი ანალიზი
  • მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვა-შედარება
  • დებიტორული დავალიანებების ანალიზი
  • CVP ანალიზი, კონტრიბუციული მოგება-ზარალი
  • ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა
  • ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი
  • ობლიგაციები
  • აქციები.
ტრენინგები ტარდება კვირაში 2–ჯერ.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა.
კურსის ღირებულება: 350 ლარი (ჯგუფში); ინდივიდუალურად 450 ლარი.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
გთავაზობთ საგადასახადო აუდიტის ჩატარებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლას.

ტრენერები:
  • ნელი ლობჟანიძე - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველი, სხვადასხვა დროს მუშაობა მსხვილგადამხდელთა ინსპექციაში მომსახურებისა და მონაცემთა დამუშავების განყოფილების უფროსად, ქალაქის საგადასახადო ინსპექციის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსად, აუდიტის დეპარტამენტში მთავარ აუდიტორად, სერვის ცენტრის უფროსად.
  • ლიკა ჩაკვეტაძე - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველი, მუშაობდა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში სპეციალისტად.
სწავლების მიზანი:
საგადასახადო აუდიტის ჩატარების შესწავლა, გადასახადებით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრა. საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების შედგენის შესწავლა და შედგენილი დეკლარაციების დაანგარიშების შემოწმება და კონტროლი.

ჯგუფი გათვალისწინებულია: სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე ბუღალტრების, ეკონომისტების და იურისტებისათვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის (სტუდენტებისთვის).

ლექცია მოიცავს: თეორიულ მეცადინეობას; პრაქტიკული მაგალითების განხილვას (კაზუსების განხილვა); საგადასახადო დეკლარაციების შევსების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსების და ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების შესწავლას.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეისწავლის: საგადასახადო შემოწმების ჩატარების მეთოდოლოგიას, გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას, საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშების შედგენას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
  • საგადასახადო კოდექსის შესავალი ნაწილი: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები; ვადების განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადა; გადასახადის ცნება, ტერმინთა განმარტებები, საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები და ურთიერთდამოკიდებული პირები; ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია, მუდმივი დაწესებულება, საწარმოს მართვისა და საქმიანობის ადგილი, გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები, საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება, საგადასახადო პერიოდი, საგადასახადო დეკლარაცია, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
  • საშემოსავლო გადასახადი: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადისაგან გათავისუფლება, მიკრო და მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი;
  • მოგების გადასახადი: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადისაგან გათავისუფლება.
  • ერთობლივი შემოსავალი: ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი.
  • გამოქვითვები და ზარალი: შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა, უიმედო ვალების გამოქვითვა, სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო დასაცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯების გამოქვითვა, საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით, ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა, არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა, ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა და სხვა გამოქვითვები.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი: გადასახადის გადამხდელი, სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ოპერაციის თანხა და დრო, საქონლის მიწოდების ადგილი, მომსახურების გაწევის ადგილი, გადასახადისაგან გათავისუფლება (ჩათვლის უფლებითა და ჩათვლის უფლების გარეშე) და მისი გამოყენების წესი, შერეული ოპერაცია, წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ოპერაცია, გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი, დღგ-ის საანგარიშო პერიოდი, დღგ-ის განაკვეთი, გადახდა, დეკლარირება,
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სპეციალური, ნავთობის სპეციალური, და კომპიუტერული ანგარიშფაქტურები)
  • დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესები: უკუდაბეგვრა,
  • აქციზის გადასახადი: აქციზის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ოპერაციის დრო, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა, აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო, აქციზის განაკვეთები, აქციზის ჩათვლა, აქციზის გადახდის წესი,
  • იმპორტის გადასახადი: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი და განაკვეთები, გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი, გადასახადისაგან გათავისუფლება.
  • ქონების გადასახადი: ცნებების მნიშვნელობა, ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი, ქონებაზე გადასახადის განაკვეთი, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი, მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი, ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა, გადასახადისგან გათავისუფლება.
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; ქონებაზე ყადაღის დადება;
  • საგადასახადო დავა: საგადასახადო დავის პრინციპები.
  • საგადასახადო შეთანხმება: საგადასახადო შეთანხმების არსი და გაფორმება, საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება.
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა: საურავი; გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება.
  • საგადასახადო აუდიტის ჩატარების ზოგადი მეთოდები: შემმოწმებლის პასუხისმგებლობები, აუდიტორული მიდგომა, შემოწმების სტრატეგიები, წინასააუდიტორო ანალიზი, შემოწმების გეგმის მომზადება, საბუღალტრო დავთრებისა და ჩანაწერების შემოწმება, საჭირო ფაქტებისა და გარემოებების დადგენა, საგადასახადო კანონმდებლობის სამართლებლივი გამოყენება, შემოწმების აქტი.
ტრენინგის ხანგრძლივობა:ორი თვე (34 საათი)
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა 1,5 სთ.
კურსის ღირებულება თვეში: 150 ლარი

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები