GE
ტრენინგ–კურსი ბავშვის ფსიქოლოგიაში
ღირებულება: 200 ლარი
ფსიქოლოგიური ტრენინგ-ცენტრი ”პრაქტიკული  ფსიქოლოგია” გთავაზობთ საგანმანათლებლო, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბავშვის ფსიქოლოგიაში.
 
 ბავშვის ფსიქოლოგიის კურსი მოიცავს  შემდეგ საკითხებს:
  • ბავშვის ფსიქიკის განვითარების თავისებურებანი და კანონზომიერებები;
  • კონცეფციები და ფსიქოანალიტიკური თეორიები ბავშვის ფსიქიკის განვითარების შესახებ;
  • ბავშვის სკოლისათვის მზაობის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • ბავშვებთან კორექციულ-განმავითარებელი მუშაობა პროექციული მეთოდების გამოყენებით, კერძოდ: ხატვით თერაპია, თოჯინა- თერაპია, ზღაპარ-თერაპია;
  • აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოები და ტესტები, ხატვითი ტესტები;
  • კორექციული მუშაობა ჰიპერაქტიურ და აგრესიულ ბავშვებთან;
  • შიშისა და შფოთვის პრობლემატიკა, ემოციები და EQ, მე-კონცეფცია და თვითშეფასების ტესტები, ტემპერამენტი და ხასიათის თავისებურებანი;
  • სკოლამდელთა ფსიქოდიაგნოსტიკა (მეთოდიკები, ტესტები);
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება, აუტიზმი, კონფლიქტის მართვის სტრატეგიები და ა.შ
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ (ერთი თვე).
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და პარასკევს 18 სთ-ზე.
 
ტრენინგ-კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
 
ტრენინგის დაწყების თარიღი: 3თებერვალი 
ტრენინგის დასრულების თარიღი: 6 მარტი
 
ტრენინგ-კურსს ატარებს ფსიქოლოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი - მანანა ნარგიზიშვილი-მიქაძე.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები