GE
სადოქტორო პროგრამები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ სადოქტორო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების მესამე საფეხური - დოქტორანტურა.
  • საქართველოს ისტორია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: აკადემოკოსი რიონ მეტრეველი
 
სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას.
 
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული საისტორიო მეცნიერებამ, როგორც ზოგადად, ისე მისმა ცალკეულმა დარგებმა, დასავლურ სამყაროში დიდი აღმავლობა განიცადა. შეიქმნა ცნობილი სკოლები, დაიწერა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები. ამ პერიოდში ქართული საისტორიო მეცნიერება, კერძოდ საქართველოს ისტორია, ძალზე არახელსაყრელ პირობებში ვითარდებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას (XIX-XX სს). ჯერ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება (1917 წლამდე), ხოლო შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება (1921 წლიდან) ყოველმხრივ აფერხებდა საქართველოს ისტორიის ობიექტურ კვლევას. ამიტომ იყო რომ ქართული საისტორიო მეცნიერება, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების დიდი ღვაწლის მიუხედავად, მაინც დიდად ჩამორჩა დასავლურ (ევროპულ და ამერიკულ) ისტორიოგრაფიას. დღეს ჩვენი მიზანია, ამ ჩამორჩენის დაძლევა. სადოქტორო პროგრამა ,,საქართველოს ისტორია” (უძველესი დროიდან XXI საუკუნის დამდეგამდე)“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
  • ეთნოლოგია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.
 
პროგრამა მსურველებს სთავაზობს შედარებით ფართო და კომპლექსურ ცოდნა-გამოცდილებას ქართულ და ზოგადად, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე.
 
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, - დოქტორანტებისათვის არა მხოლოდ წარსული/ტრადიციული ეთნოგრაფიული რეალიების ღრმა და ამომწურავი ცოდნის მიცემა, არამედ, თანამედროვე ეთნოკულტურულ პროცესებზე დაკვირვებისა და ეთნიკური კულტურებისა და ეთნოსთაშორისი კულტურული პროცესების განვითარების გზების პერსპექტივების პროგნოზირების უნარების შეძენა.
  • ქართველური ენათმეცნიერება - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
 
პროგრამა ითვალისწინებს, -  ქართული სამწიგნობრო ენის, ქართველურ ენა-კილოთა ისტორიის, ქართველური დიალექტოლოგიისა და ქართველური ონომასტიკის ძირითადი პრობლემებისა და საქართველოს ენობრივ-კულტურული სიტუაციის ისტორიული დინამიკის შესწავლასა და კვლევას;
 
ველზე მივლინებებით ერთი რომელიმე ქართველური იდიომის პრაქტიკულად შესწავლას, ქართველური ენა-კილოების შეპირისპირებით ანალიზს, ქართველური კილოების მონაცემთა ბაზის (ქართველური დიალექტური კორპუსის) შექმნას და სხვ.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო ლიტერატურისა საერთაშორისო ველში არსებული მასალების კრიტიკულ ანალიზსა და ახალი სამეცნიერო პრობლებების წამოჭრას.
  • ქართული ლიტერატურის ისტორია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი.
 
პროგრამა ითვალისწინებს, - სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და უმაღლესი სკოლის მენეჯმენტის შესახებ სალექციო კურსების მოსმენას და დოქტორანტის ჩაბმას სასწავლო პროცესში.
 
ქართული ლიტერატურა, მისი თექვსმეტსაუკუნოვანი ისტორია, ისეთი ფენომენია, რომლის საფუძვლიან შესწავლას, საკუთრივ მეცნიერული ღირებულების გარდა, ის პერსპექტივაც აქვს, რომ შეიძლება წარმატებით მოემსახუროს ჩვენი ქვეყნის ზოგადსახელმწიფოებრივ ინტერესებს კულტურისა და განათლების სფეროში, სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გამოკვეთა-დახვეწის, საზოგადოების ინტელექტუალური წინსვლის საქმეში.
  • თარგმანმცოდნეობა - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვაენლი: პროფესორი ეკა დუღაშვილი.
 
თარგმანმცოდნეობის პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე ასპექტს: ქართული და უცხოური კვლევების, აგრეთვე, მთარგმნელობითი მემკვიდრეობისა და თანამედროვე მთარგმნელობითი პრაქტიკის ანალიზს. ტექსტის ლინგვისტური ანალიზიდან ენათშორისი ურთიერთობების უმთავრესი ასპექტებს.
 
საუკუნეების განმავლობაში თარგმანს სოციალურ-კულტურული და საერთაშორისო მნიშვნელობა ენიჭებოდა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო. საქართველოს თარგმანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. თარგმნილი ლიტერატურა ქართული მწერლობის სათავეებთან დგას.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები