GE
ბიზნეს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 1500 ლარი
ჯიპა აცხადებს მიღებას მოკლევადიან ბიზნესმენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
 
ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
 
პროგრამის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის ფუნქციონირებისა და კეთების ძირითადი პრინციპები.სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
 
პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:

1. ბიზნესის საფუძვლები - 8 შეხვედრა
2. მარკეტინგის საფუძვლები - 8 შეხვედრა
3. მენეჯმენტის საფუძვლები - 8 შეხვედრა
4. ფინანსების საფუძვლები - 12 შეხვედრა 
 
პროგრამას გაუძღვებიან:
  • გიორგი თურქია;
  • ნიკა აბუაშვილი;
  • ლევან ნებიერიძე;
  • შალვა ახრახაძე.
თითოეული ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი.
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე.
პროგრამის ლექტორებთან.
პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ, 18:30-დან.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.
 
ოთხივე საგნის გავლის შემდეგ, სტუდენტი იცავს ინდივიდუალურ პროექტს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დამატებითი საკონსულტაციო საათები დანიშნონ პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.  კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება  შეღავათიანი პირობებით ჩააბარონ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე.
 
სტუდენტს მოეთხოვება კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა. პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირის ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 15 თებერვალი
სწავლა დაიწყება 22 თებერვალს.

საკონტაქტო პირი: 
თორნიკე კაპანაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ.: (+995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ.: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები