GE
მარკეტინგის მენეჯერის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 4000 ლარი
ჯიპას ინოვაციური პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნეს იდეების გენერირებასა და არსებული და სამომავლო საქმიანობის განვითარებაში. 
 
პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ. ჯიპას მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საუკთესო ლექტორ-პრაქტიკოსები გაგიზიარებენ და  თქვენთან ერთად განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება... დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.
 
კურსის აღწერილობა:

ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები
  • ბიზნესი, როგორც ერთიანი სისტემა;
  • მარკეტინგის როლი და ფუნქციები;
  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები;
  • მარკეტინგის პერსონალის საქმე;
  • მარკეტინგის ბუღალტერია.
მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება
  • ბაზრის კვლევა და შესაძლებლობის ანალიზი;
  • კონკურენციის სტრატეგიები;
  • ბრენდინგი;
  • მარკეტინგის გეგმის შემუშავება.
მარკეტინგის სტრატეგიების განხორციელება
  • პროდუქტის შემუშავება;
  • საფასო სტრატეგიის შემუშავება;
  • მარკეტინგული არხების მართვა;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება.
პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარება
  • სამართლებრივი საკითხები;
  • ტექნოლოგიები მარკეტინგისთვის;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • კომუნიკაცია.
გაყიდვების პროცესის მართვა
  • მომხმარებლის ქცევის ფილოსოფია;
  • მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგია;
  • აზრის შეცვლის ტექნოლოგია;
მარკეტინგი მოქმედებაში
  • მარკეტინგული სიმულაცია - მარკეტინგის მართვა ვირტუალური ბიზნესისათვის;
  • ბიზნეს პროექტი.
ტექნიკური აღწერილობა:
 
სწავლის ხანგრძლივობა: სწავლა დაიწყება 2015 წლის 2 თებერვალს.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 27 იანვარი.
კურსის მოცულობა: 260 საათი.
პროგრამის ღირებულება: 4000 ლარი
 
სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები გააკეთებენ მარკეტინგულ სიმულაციებს მარკეტინგული პროგრამის MARKSTRAT მეშვეობით.
 
მსმენელებმა კურსის ბოლოს უნდა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი (MCM). 
 
მოთხოვნები:
პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირის ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
პროგრამის განმახორციელებლები:
  • ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიცაა ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან.
    1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.არის კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.
    მისი კომპენტენციაა ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 
  • გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი. 
  • დიმიტრი დათუსანი –  აქვს სადაზღვევო სექტორში  11 წლიანი მუშაობის სტაჟი, რიგითი მენეჯერიდან დაწყებული, განყოფილების უფროსით დამთავრებული.  აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება გაყიდვების სფეროში, მოწვეული ტრენერის სახით ატარებს პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს „მარკეტინგ ჰაუს ჯორჯიას“ სტუდენტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით.მისი კომპეტენციაა კომპანიაში გაყიდვების ზრდის მენეჯმენტი და მართვა.
  • მედეა ახალკაცი - ჯიპას მმართველობის სკოლის დეკანი. ტელეჟურნალისტი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის 19 წლიანი  გამოცდილებით. იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველო და ისრაელის საელჩოებში - საქართველოში, კოსტა რიკაში და ისრაელში. 2013 წლიდან არის ჯიპას მოწვეული ლექტორი საჯარო დიპლომატიაში, პრეზენტაციის უნარებსა და მედიასთან ურთიერთობაში. არის ჯიპას დოქტორანტი.
  • ზაზა აკობია - სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება. მის კლიენტებს შორის იყვნენ  მაკდონალდსი, თეგეტა მოტორსი, LC Waikiki, Reckitt  Benckiser, Reckitt Benckiser Healthcare,  Turkish Airlines,  PUIG, დეა კოსმეტიქს, DANONE და სხვა კომპანიები. არის საერთაშორისო მედია სააგენტო „ჰავას მედიას“ დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე, კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი მედიის საკითხებში. მისი კომპენტენციაა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  •  ქეთი ქემხაძე - ფინანსურ სფეროში მოღვაწეობის  15+ წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა კერძო და საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის:  საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, საქართველოს რკინიგზა, უნიქარდი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია და სხვა.
    არის სილქნეტის მთავარი ბუღალტერი. აგრეთვე, კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი ბუღალტერიისა და ფინანსების მართვის საკითხებში. მისი კომპენტენციაა ბუღალტერია და ფინანსების მართვა.
  • დალი ცატავა - პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და  პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან  GTZ, TACIS, GI, DAAD. ასწავლიდა ESM-თბილისში, ივ.ჯავახიშვლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში.  
     წარმატებით განახორციელა პროექტები:  „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“  თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკები და სტრატეგიები“ ავტორი. არის კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი. მისი კომპეტენციაა თვითმენეჯმენტი, სტრესების მართვა, სწავლის სწავლა, სწავლის, კვების და დასვენების სწორი თანაფარდობის დაცვა.
  • გიორგი ხატიძე - სამართლის მაგისტრი, კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში. 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. არის საქართველოს ადვოკატთა ამჟამად, იგი არის იურისტი კერძო კომპანიებში, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით, მათ შორის ენერგო და საინვესტიციო სექტორში.2010 წლიდან არის ჯიპას მოწვეული ლექტორი.
  •  ჯულიეტა გაგლოშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
 
საკონტაქტო პირი: თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (+995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: (+995) 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები