GE
PR და ღონისძიბათა მენეჯმენტი - სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1600 ლარი
ჯიპა აცხადებს მიღებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და ღონისძიებათა მენეჯმენტის  სასერტიფიკატო პროგრამაზე.
 
პროგრამა მიზნად ისახავს, გააცნოს მსმენელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის ძირითადი პრინციპები და მოამზადოს პროფესიონალი მენეჯერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობას. სტუდენტები გაეცნობიან და სიღრმისეულად ჩაწვდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ ცნებებს და ასპექტებს, რაც მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე, საკვანძო საკითხების  კრიტიკული შეფასებაში დაეხმარებათ.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე კერძო თუ არასამთავრონო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ძირითადი ფუნქციები დაკავშირებულია მათი ორგანიზაციის თუ ცალკეული პროდუქციის იმიჯის შექმნასთან/გაძლიერებასთან და ადამიანების, იდეების, ადგილებისა თუ ღონისძიებების პრომოუშენთან.
თეორიულ ნაწილთან ერთად პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით, კურსის ბოლოს კი სტუდენტები დაგეგმავენ და განახორციელებენ რეალურ ღონისძიებას/პროექტს, რაც თავს მოუყრის როგორც მათ მიერ მიღებულ თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც.

პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:
  • ზოგადი პიარი / სტრატეგია და ტაქტიკა - 10 შეხვედრა
    მონაწილეები გაეცნობიან პიარის არსს და მის მნიშვნელობას.  ასევე, შეისწავლიან პიარის სტრატეგიის დაგეგმვას, სამიზნე აუდიტორიისა და მომხმარებლების განსაზღვრას, ძირითად ეტაპების ჩამოყალიბებასა და  არსებული ინსტრუმენტების საფუძველზე, პიარის ტაქტიკის განსაზღვრას . მონაიწლეები გაეცნობიან წარმატებული და წარმატებელი პიარის მაგალითებს და კურსის ბოლოს თვითონ დაგეგმავენ სხვადასხვა კომპანიის პიარ კამპანიას. მსმენელები გაეცნობიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს: შიდა ურთიერთობები, საჯაროობა, პრესაგენტურა, ლობირება და საზოგადოებრივი საკითხები და საჯარო ურთიერთობები. 
  • მედიასთან ურთიერთობა - 5 შეხვედრა
    სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია ელექტრონული მედიის შესახებ, სატელევიზიო სტრუქტურა, რადიო სტრუქტურა ახალი (ინტერნეტ პლადფორმაზე გავრცელებადი) მედიის მუშაობის  სტრუქტურა. ასევე გაეცნონ, ახალი ამბებისა და გადაცემის მზადების პროცესს. შეისწავლონ ინტერვიუს ტექნიკას, წარდგებიან რესპონდენტის ამპლუაში. ლექციების დროს მოხდება ვიდეოდანართების ჩვენება რაც თეორიულ კურსს კიდევ უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის. 
  • მარკეტინგის საფუძვლები - 5 შეხვედრა
    კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს თანამდეროვე მარკეტინგის ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები. სასწავლო პროცესის მსვლელობისას აქცენტი გაკეთდება იმ მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლაზე, რომელიც ნებისმიერი ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. თეორიულ მასალასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული შემთხვევების განხილვას. კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები.
  • ბრენდინგი - 5 შეხვედრა
    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პრაქტიკული ბრენდინგი, რის შემდგომაც კურსდამთავრებული შეძლებს ცხოვრებაში გაატაროს ბრენდინგის ხელოვნება, იქნება ეს ახალი ბრენდის შექმნა, არსებულის რე-პოზიციონირება თუ ბრენდის განვითარების სწორი მართვის განხორციელება. კურსის სწავლების მეთოდი არის ინტერაქტიული, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვა.
  • კომუნიკაციის უნარები (ლექციებს კითხულობს ჩეხეთიდან მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ლევან ზარდალიშვილი) – 5 შეხვედრა
    მონაწილეები გაეცნობიან არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის არსს და მნიშვნელობას ადამიანთა ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე მსმენელები შეისწავლიან სხეულის ენის გამოვლინებებს და მის საფუძველზე ადამიანის ფსიქიკიური მდგომარეობის შეფასებას, რაც საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ მოსაუბრეების დამოკიდებულება / განწყობა მათ მიმართ, რაც შეადგენს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ კომპონენტს. ტრენინგების კურსის ამ ნაწილში მონაწილეების გაეცნობიან ფსიქიკური თვითრეგულაციის შექმნის ისტორიას, თვითშთაგონებას და მისი მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას. 
  • პრეზენტაციის უნარები/ტექნიკა - 5 შეხვედრა
    კურსის მიზანია, შეასწალოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.
  • სოციალური მედია - 4 შეხვედრა
    მონაწილეები  გაეცნობიან სოციალური მედიის  გამოყენების მნიშვნელობას და სხვადასხვა სოციალური არხების პრიორიტეტულობას, დაგეგმავენ ონლაინ სოციალური კამპანიას და გაიზიარებენ არსებულ გამოცდილებას. 
  • ღონისძიებათა მენეჯმენტი - 6 შეხვედრა
    კურსი მონაწილეებს გადასცემს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. სტუდენტები გაეცნობიან კორპორატიული, საჯარო და კერძო ღონისძიებების ჩატარების ტექნიკას და მის შემოქმედებით, ტექნიკურ და ლოგისტიკურ ელემენტებს. 
  • ჯგუფური პროექტი / პროექტის პრეზენტაცია
    პროგრამის სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე ჯგუფურად მოამზადებენ პროექტს და დაგეგმავენ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას.  
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ, 18:30-დან.
პროგრამის ღირებულება არის 1600 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.
 
პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირის ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
საბუთების მიღება იწარმოებს ინტიტუტის შენობაში მეოთხე სართულზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 20 თებერვალი,  სწავლა დაიწყება 4 მარტს. 
 
საკონტაქტო პირი:
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები