GE
სოციალური უზრუნველყოფის სამართალი - სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1200 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე სოციალური უზრუნველყოფის სამართალი. 
 
პროგრამის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა სოციალური უზრუნველყოფისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა უფლებების როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ ის ადმინისტრაციულ სამართალთან. გაეცნონ იმ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომელიც ამ უფლებების გარანტიებს მოიცავს. მიიღონ ინფორმაცია შიდა სამართლით მათი იმპლემენტაციის შესახებ. შეისწავლონ ამ უფლებების რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტები, მიღწევები, ხარვეზები და გამოწვევები. ხელი შეუწყონ ქვეყანაში განსახორციელებელი სოციალური უზრუნველყოფის უფლების რეფორმას.
 
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: სოციალური უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული უფლებების შინაარსის ღრმა ცოდნა, ცოდნა საქართველოში ამ უფლებების რეალიზაციის შესახებ სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, ადმინისტრაციული წარმოება უფლების რეალიზაციისთვის, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მასში მონაწილეობა, სასამართლოს მეშვეობის აღნიშნული უფლებების დაცვა.
 
პროგრამის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცოდნის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ სოციალური უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვაში.
 
პროგრამა განკუთვნილია:
  • სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ სოციალური უზრუნველყოფის სფეროს.
პროგრამის თემატიკა: სოციალური უფლებები საერთაშორისო სამართალში და სუუ-ს (სოციალური უზრუნველყოფის უფლების) ადგილი
 
1. სოციალური უფლებების თეორიული საფუძვლები (წარმოშობა, განვითარება, თაობებად დაყოფა, პროგრესული რეალიზაციის პრინციპი);
 
2. სოციალური უზრუნველყოფის უფლება და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები საერთაშორისო სამართალში (სოციალური უზრუნველყოფის უფლება, სოციალური დაზღვევა, ცხოვრების სათანადო დონე, შრომითი უზრუნველყოფა, განათლების უფლება და ა.შ.):
  • გაეროს პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ;
  • ევროპის სოციალური ქარტია;
  • ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ (დისკრიმინაციის აკრძალვა აღნიშნული უფლებებით სარგებლობისას, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, როგორც საკუთრების უფლება და ა.შ.)
  • ასოცირების ხელშეკრულება;
3. სოციალური უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები;
 
სუუ-ის ადგილი ქართულ კანონმდებლობაში
  •  საქართველო კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (დისკრიმინაციის აკრძალვა და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სიცოცხლის უფლება, ღირსება, საკუთრების უფლება, საარსებო მინიმუმი, შრომითი უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.);
  • სოციალური დახმარების ცნება, სისტემა და სოციალურ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ანალიზი; საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ (სოციალური დახმარების სახეები, საარსებო შემწეობა; რეინტეგრაციის შემწეობა; მინდობით აღზრდის ანაზღაურება; სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება; არაფულადი სოციალური დახმარება; სოციალური პაკეტი, სპეციალიზებული დაწესებულებები, სუბიექტები);
  • სოციალური უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის შიდასამართლებრივი მექანიზმები;
სუუ-ს იმპლემენტაცია საქართველოში
  •  სოციალური უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული უფლებების იმპლემენტაციის მონიტორინგის ანგარიშები (საერთაშორისო ორგანოები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები);
  • სოციალური დაცვის სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებები, მათი უფლებები და ვალდებულებები;
  • ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებები საქართველოში; 
  •  სახელმწიფო გასაცემლები - საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი; 
  •  სპეციალიზებული დაწესებულება - როგორც არაფულადი სოციალური დახმარება;
  • სასამართლო პრაქტიკა სოციალური დაცვის სფეროში (საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა).
ტექნიკური აღწერილობა: 
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე
პროგრამის მოცულობა:  45 საათი (15 შეხვედრა თითო 3 საათი)
პროგრამის ღირებულება: 1200 ლარი
 
სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სოციალური უზრუნველყოფის სამართლის სპეციალისტის სერტიფიკატი.
 
მოთხოვნები:
აპლიკანტებმა უნდა გადმოაგვზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე და შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა.
 
სასურველია მონაწილეებმა იცოდნენ ინგლისური ენა (Intermediate Level) და ქონდეთ სამუშაო გამოცდილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, სწავლა დაიწყება 16 მარტს.
 
სასერტიფიკატო პროგრამის პარტნიორია: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). EMC არის ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სოციალური უფლებების დაცვაა, მისი სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ინდივიდუალური საქმეების შესწავლისა და სამართლებრივი მექანიზმებით მის ადვოკატირებაში, ისე ამზადებენ ქვეყანაში ანგარიშებს სოციალური უფლებების მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მონაწილეობენ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ფორმირებაში.
 
პროგრამის მიმდინარეობისას მსმენელებს ექნებათ საშუალება გაეცნონ EMC-ს მუშაობის სპეციფიკას გასვლით ვიზიტზე. ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოწვეული მომხსენებლის როლში ჩაატარებენ ლექციებს საქართველოში სოციალური უფლებების მდგომარეობის შესახებ.
 
ლექტორები
  • ალექსანდრე თორია არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და სამინისტროს წარმომადგენელი საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. სოციალური დაცვის საკითხებზე მუშაობს 2009 წლიდან დღემდე. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი და არასრუწლოვანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ გამგეობის წევრი. აქვს სოციალური კანონმდებლობის, ისევე როგორც პროგრამების შემუშავება-ექსპერტიზის გამოცდილება.
  • ვახუშტი მენაბდე  არის ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, სამართლის ბაკალავრი და სოციოლოგიის მაგისტრი. აქვს ადამიანის უფლებების სფეროში ათ  და აკადემიურ სფეროში ხუთ წლიანი მუშაობის გამოცდილება. აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის შვიდ წლიანი გამოცდილება 15-ზე მეტ საქმეზე. ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში არის რამდენიმე ანგარიშის, სამეცნიერო სტატიისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი ადამიანის უფლებების სფეროში. არის ჟურნალ ,,ლიბერალის’’ ბლოგერი.
    სასწავლო პროცესის განმავლობაში ასევე მოწვეულები იქნებიან სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი: ნინო კოშკელაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტელ:  (995 32) 2 49 75 02
ელ-ფოსტა: n.koshkelashvili@gipa.ge
მობ:  +995 598 154 815 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები