GE
საბაკალავრო პროგრამები ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლაში
SANGU - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი:
  • ეკონომიკა - უფასო სწავლება (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გააგრძელებს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დაფინანსებას, ქართული უნვიერსიტეტიც 2013/14 სასწავლო წლის მსგავსად დააფინანსებს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროგრამებს).
ხელმძღვანელი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იძენენ თეორიულ ეკონომიკურ ცოდნას, მათ შორის ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოიმუშავებენ დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს. პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ბიზნესისა და აკადემიურ სფეროებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფირმებში.
  • ფინანსები - სწავლის საფასური 2250 ლარი
ხელმძღვანელი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი
 
ფინანსების საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ფინანსების მართვას, ბიზნესთან და სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული დისციპლინების შესწავლას.
 
სტუდენტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას მიკრო და მაკრო ბიზნესის და ფინანსების სფეროებში. მათ ჩამოუყალიბდებათ ფინანსური ბაზრებისა და საწარმოს ფინანსურ საქმიანობაში მუშაობის უნარ-ჩვევები, შეძლებენ თეორიული ინსტრუმენტების კონკრეტულ ბიზნეს სიტუაციებში გამოყენებას. კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში. ბაკალავრს, როგორც ფინანსების მართვის სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ბიზნეს კომპანიების ფინანსურ სამსახურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო ფირმებში.
  • ტურიზმის ბიზნესი - სწავლის საფასური 2250 ლარი
ხელმძღვანელი - პროფესორი ნიკო კვარაცხელია
 
ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე, ტურიზმის ბიზნესის მართვის თეორიული საფუძვლების სწავლებასა და ტურიზმის ბიზნესის და კურორტების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
 
სტუდენტები დაეუფლებიან ტურიზმის ბიზნესის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ტურიზმის ბიზნესის ორგანიზაციათა ეკონომიკურ სამსახურებში პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, საორგანიზაციო-მმართველობით ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელების პრაქტიკულ ჩვევებს. კურსდამთავრებულს ენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ტურიზმის ბიზნესში. კურსდამთავრებულები მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ ტურისტულ ინდუსტრიაში წარმატებულ საქმიანობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, შეეძლებათ შექმნან და მართონ საკუთარი ბიზნესი.
  • მენეჯმენტი- სწავლის საფასური 2250 ლარი (2014 წლის სექტემბრიდან ყოველწლიური საფასური გახდა 2900 ლარი)
ხელმძღვანელი - პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი
 
მენეჯმენტის პროგრამა მოწოდებულია, ჩამოუყალიბოს სტუდენტებს საბაზისო წარმოდგენები ბიზნესის ადმინისტრირებაზე. აგრეთვე, _ მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსური მენეჯმენტის, სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანისეული რესურსების მენეჯმენტისა და სხვა დისციპლინების შესწავლის საფუძველზე.
 
პროგრამა მომავალ სპეციალისტებს მისცემს მართვისა და ორგანიზაციის უნარს და გუნდური მართვისა და ლიდერობის იმ თვისებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ პროფესიულ კადრებად ჩამოყალიბებას. ისინი დაეუფლებიან კონკრეტული ბიზნეს გარემოს ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევებს. სტუდენტები შეძლებენ თეორიული ინსტრუმენტების კონკრეტულ ბიზნეს სიტუაციებში გამოყენებას, მართვის პრობლემებში გარკვევას და რაციონალურად გადაჭრას, მართვის მეთოდების გამოყენებას.

ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები