GE
ტრენინგი ტრენერებისათვის - სასკოლო/თანატოლთა მედიაციაში
გორის მედიაციის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ტრენინგი ტრენერებისათვის - სასკოლო/თანატოლთა მედიაციაში“
 
ტრენინგი მიმართულია სკოლებში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსის დანერგვასა და განვითარებისკენ.
ტრენინგის მიზანია სასკოლო/თანატოლთა მედიაციაში ტრენერების მომზადება და მათთვის პოლონური გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემაში მედიაციის როგორც დავის ალტერნტიული მეთოდის დანერგვას.
                    
ტრენინგი ხორციელდება პროექტის: „კონფლიქტების მოგვარება- სასკოლო/თანატოლთა მედიაცია საქართველოში“ ფარგლებში  რომელსაც ახორციელებენ  „გორის მედიაციის ცენტრი“ და „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ პოლონელ პარტნიორებთან ერთად „სამართლებრივი იტერვენციის ასოციაცია“.
 
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან და გაეცნობიან სასკოლო მედიაციის ისტორიას, მედიატორების სატრენინგო პროგრამას, სამუშაო მეთოდებსა და მედიაციის პროცესს;
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და სკოლებში ჩაატარებენ მოსწავლეებისათვის ტრენინგს თანატოლთა მედიაციაში.
 
ტრენინგი გაიმართება გორში (17-21 მარტი)
 
ტრენინგს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები პოლონეთიდან.
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგის ღირებულება: უფასო
გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი - თანატოლთა/სასკოლო მედიაციაში
 
კონკურში მონაწილეობის პირობები:
  • საბაზისო ტრენინგი მედიაციაში
  • 100% დასწრება ტრენინგის სრულ კურსზე
  • 2 პრეზენტაციის და  2 ტრენინგის ჩატარება თანატოლთა მედიაციაში პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 16 კანდიდატი შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასაუბრების შედეგად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია/ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: ekamediator@gmail.com; megibibiluri@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის: 1 მარტი, 2015 წელი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი გორი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები