GE
მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედიამენეჯმენტი - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3200 ლარი
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გახდეს საერთაშორისო ბაზრის შესაბამისი სტანდარტის მქონე მულტიდისციპლინარული სპეციალისტი.
 
სკოლის მიერ შედგენილი პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ციფრული და ახალი  მედიის  პრინციპებზე, უყალიბებს სტუდენტს კრიტიკული აზროვნების უნარს.  აწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიაორგანიზაციაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა მუშაობაზე. პროგრამის მსვლელობისას მაგისტრები ეუფლებიან მედია სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ პროგრამებს, სწავლობენ გადაღებას, აუდიო-ვიდეო მონტაჟს, ესწრებიან ლექციებს ფოტოხელოვნებაში, მუშაობენ საავტორო დოკუმენტურ კინოზე, სტუდენტი ჩართულია ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში: სემინარები, კონფერენციები, ვორქშოფები, სპორტული ტურნირები და ა.შ
სწავლის მსვლელობისას, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის კონცენტრაციები.
  • მაგისტრს, რომელიც ირჩევს ჟურნალისტიკის კონცენტრაციას, შეუძლია იმუშაოს განსხვავებულ მედიაპლატფორმებზე შემდეგ პოზიციებზე: კორესპონდენტი, რედაქტორი, პროდიუსერი, ფოტოჟურნალისტი, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, პროგრამების წამყვანი, ბეჭდური და ონლაინ მედიის პუბლიკაციების და პროექტების ავტორი,  დოკუმენტური კინოს რეჟისორი, დოკუმენტური კინოს პროდიუსერი, მკვლევარი, ახალი მედიის სპეციალისტი.
  • მაგისტრს, რომელიც ირჩევს მედიამენეჯმენტის კონცენტრაციას  შეუძლია ბეჭდურ, ონლაინ და ტელე-რადიო მაუწყებლობაში  სხვადასხვა რგოლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა. მას აქვს ცოდნა დაგეგმოს მაუწყებლობის ბადე, იმუშაოს მარკეტინგის, სარეკლამო ან გაყიდვების აგენტის და მენეჯერის პოზიციაზე.
    მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა  ორწლიანია და შედგება ოთხი სემესტრისგან.
სწავლების ყველა ეტაპზე სტუდენტი ჩართულია პრაქტიკულ მუშაობაში. სკოლის პარტნიორის,  IREX ის დახმარებით, ლექციები ტარდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში MEC.
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მას. კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 3200 ლარი (ერთი წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები