GE
მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 750 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი ,,სითიო“ აცხადებს მიღებას ,,მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო კურსზე“.
 
მიზნობრივი ჯგუფი: მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ეკონომისტები და აღნიშნული კურსით დაინტერესებული პირები.
 
კურსის აღწერა: 
ტრენინგის მიზანია კვალიფიკაცია აუმაღლოს მოქმედ ბუღალტრებს. კურსის განმავლობაში შეისწავლება ორი მოდული:
  •  ფინანსური აღრიცხვა (მეორე დონე)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
ფინანსური აღრიცხვის ლექტორი - ნადეჟდა კვატაშიძე  (ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, პროფესორი, წიგნების ,,ფინანსური აღრიცხვა II დონე“  და ,,ფინანსური და კორპორაციული აღრიცხვის“ თანაავტორი);
ლექციების განრიგი: სამშაბათი (19:00-21:00) და კვირა (10:00-13:00).
 
საგადასახადო კოდექსის ლექტორი  - კონსტანტინე გორბატკოვი  ( საგადასახადო საქმის ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი)
ლექციების განრიგი:  შაბათი (10:30-14:00)
 
კურსის ხანგრძლივობა: 76  საათი
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად
 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
სამუშაო მასალები და საგადასახადო კოდექსი მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ექსპერტის ხელმოწერით.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი ორგანიზაციის სიახლეებს, დაგვიმეგობრდით Facebook გვერდზე CTO - Consulting & Training Office.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები