GE
გამოყენებითი ფსიქოლოგია - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3500 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია - მოამზადოს სპეციალისტი-ფსიქოლოგი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა პოლიტიკური და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებაში, საფუძვლიანად იცნობს პოლიტიკური და საორგანიზაციო ქცევის თანამედროვე კონცეფციებს და ტენდენციებს, ძირითად თეორიებსა და მიდგომებს, თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს, აქვს ანალიტიკური ხედვა და პრაქტიკულად ფლობს კვლევის, ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და ინტერვენციის უნარებს.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 3500 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხვოთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები