GE
საბაკალავრო პროგრამები მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა (ფაკულტეტი)  გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი.
  • მათემატიკა - უფასო სწავლება*. (*იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გააგრძელებს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დაფინანსებას, ქართული უნვიერსიტეტიც 2013/14 სასწავლო წლის მსგავსად დააფინანსებს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროგრამებს).
ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე წერეთელი.
 
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე და ითვალისწინებს მათემატიკის კლასიკური დარგების საფუძვლების შესწავლას.
 
კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ საგანმანათლებლო, საბანკო, საწარმოო, სამეურნეო თუ სხვა სფეროებში, ან სწავლა გააგრძელონ საქართველოს  ან უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურაში.
  • ინფორმატიკა - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჰამლეტ მელაძე.
 
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის, თანამედროვე კომპიუტერებისა თუ უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების, პრაქტიკული გამოყენების უნარის მქონე სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო ბაზა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.
  • ფიზიკა - უფასო სწავლება*. (*იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გააგრძელებს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დაფინანსებას, ქართული უნვიერსიტეტიც 2013/14 სასწავლო წლის მსგავსად დააფინანსებს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროგრამებს).
ხელმძღვანელი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი ანზორ ხელაშვილი.
 
ბაკალავრიატში სტუდენტი მიიღებს ფართოპროფილიან განათლებას ფიზიკის საფუძვლების დაუფლებით და საშუალება ექნება დასაქმდეს პროფილურ საწარმოებსა თუ ლაბორატორიებში, აირჩიოს მისთვის საინტერესო სფერო და მოემზადოს მაგისტრატურაში (შემდგომ კი - დოქტორანტურაში) სწავლის გასაგრძელებლად.
 
მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და ექსპერიმენტული ჩვევების დაუფლებას უზრუნველყოფს უახლესი და უნიკალური აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორია. ფიზიკის ე.წ. ვირტუალური უნივერსიტეტის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ მოისმინონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ცნობილ პროფესორთა ლექციები და მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებსა და დისკუსიებში.
  • გამოყენებითი ეკოლოგია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელები: პროფესორები ვახტანგ გვახარია და მანანა კაჭახიძე.
 
საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტები მიიღებენ მყარ ცოდნას გარემოს დაცვის, მონიტორინგისა და მართვის, გარემოს, საწარმოსა და პროდუქციის ეკოლოგიური და ეკონომიკური აუდიტისა და ექსპერტიზის (მათ შორის - საერთაშორისო) საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური და სამართლებრივ-სოციალური საფუძვლების დარგში.
 
ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს საქართველოსა  და საზღვარგარეთის ქვეყნებში სასწავლო, სამეცნიერო და ტექნიკურ დაწესებულებებში, ასევე სახელმწიფო მართვის  სექტორში, სასაზღვრო/საბაჟო და შემოსავლების კონტროლის უწყებებში, საერთაშორისო ოფიციალურ, სამეცნიერო, საქველმოქმედო, ბუნებისდაცვითსა თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებში.

ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები