GE
ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი
ღირებულება: 320 ლარი
ვინ არის HR მენეჯერი და რა არის მისი ფუნქცია?
მსხვილ თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მეტწილად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. გამოცდილი HR- მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს ეკონომიკური დანახარჯების ანალიზი, ხარჯების ოპტიმიზაცია, პერსონალის ფორმირებისა და მის შენახვის პროცესში.
ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან. კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.
 
რას ვისწავლით?
კურსის ფარგლებში, შესწავლა ხდება ყველა იმ სიახლეების და მსოფლიოში არსებული ტენდენციებს გათვალისწინებით, რაც არის პერსონალის მართვის მიმართულებით.
 
მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ინოვაციურ მოდელს და მეთოდიკას, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის პრაქტიკაში წარმატებით განსახორციელებლად. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად.
კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები;
  • შინაგანაწესი და ადმინისტრირება; (ორგანიზაციული პროცესების მართვა)
  • ორგანიზაციული სტრუქტურა; (ტიპები და მათი ფორმირება)
  • შრომის კოდექსი;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები, პროცესი, მიზანი და აყვანა;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი; სტრესის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა ან თავიდან აცილების გზები;
  • შრომის კომპენსაცია; (სისტემის მნიშვნელობა, ტიპები და მისი დანერგვა)
  • მოტივაციის სისტემა;
  • თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები;
  • ტრენინგი და განვითარება.
ტრენერი: ანა გოცირიძე
დაამთავარა კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. არის ლონდონის კომერციული სკოლის მაგისტრი. ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალდაგი BCI-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. მუშაობდა ბანკი ქართუს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. იყო ელიტ ელექტრონიქსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2013-2014 წწ ხელმძღვანელობს თბილისის იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას. 2014 წლის სექტემბრიდან არის KPMG-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
http://www.youtube.com/watch?v=4Pt1ETbH93w
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 20 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:30
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

რეგოსტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები