GE
ადვოკატის უნარ-ჩვევებში 3 თვიანი კომპლექსური პროგრამა
ღირებულება: 600 ლარი
ადვოკატის უნარ-ჩვევებში 3 თვიანი კომპლექსური სერთიფიცირებული პროგრამა

CLS - გამოიყენე რეალური შანსი - გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად!

აქცია! სწავლა 0% 24 თვემდე განვადებით.
 
"კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS"-ის  „სამოქალაქო სამართლის სკოლა“  გიწვევთ  იურისტებს, ადვოკატებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამაზე ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.

CLS  გაძლევთ რეალურ შანსს, 3 თვეში შეიძინოთ და გაიღრმავოთ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
 
პროგრამა განკუთვნილია:
  • იურისტებისათვის;
  • მოქმედი ადვოკატებისათვის;
  • სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი.
სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა - 3 თვე.
საკონტაქტო დღეები: კვირაში 2-3 დღე (უქმე და დასვენების დღეების გარდა).
საკონტაქტო დრო: 2 სთ.19 საათიდან.
სწავლის საერთო ღირებულება სტაჟირების ჩათვლით: 600 ლარი (ადვოკატებისათვის ფასდაკლებით 560 ლარი). 
აქცია: სწავლა 0% განვადებით:
CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0 % 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.
სერთიფიკატი  - კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ის სერთიფიკატი.
რატომ უნდა ისწავლოთ CLS -ში
CLS-ის პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები (ადვოკატები, მოსამართლეები, პროფესორები).
CLS-ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
 
პრაქტიკა: პროგრამის დასრულებისას წარმატებული მსმენელებისათვის  გათვალისწინებულია პრაქტიკა თბილისის მერიის  „თბილისელების ადვოკატი“-ს  სამსახურში და თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
 
აკრედიტაცია:
CLS გახლავთ პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია.
 
კრედიტები: სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებად და  უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები (თუ ეს კომპონტები გათვალისწინებულია შესაბამის უნივერსიტეტში.).
 
ინფრასტრუქტურა:  CLS -ში სწავლა გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზები და ბიბლიოთეკა.

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:
  • სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები: 32 სთ ტრენერები: - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი - მიხეილ გოგიშვილი.
  • ადმინისტრაციული საპროცესო უნარ - ჩვევები: 14 სთ. - ტრენერი ლეილა მამულაშვილი -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ლექტორი.
  • სამართლებრივი მართლწერა (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა): 8 სთ. - ტრენერები:  მარი ჭყონია - სამართლის დოქტორი, საქ. ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; ზურაბ ჭყონია, ადვოკატი, ას. პროფესორი;
  • რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება: 12 სთ. - ტრენერი ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
პროგრამის გავლის შედეგად მსმენელები შესძლებენ:
  • სასამართლოზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა დამოუკიდებლად წარმართვას;
  • სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
  • სასამართლოზე სიტყვის დასაბუთებულად და დამაჯერებლად წარმოთქმას, კამათს;
  • სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას;
  • კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას (სარჩელის, შუამდგომლობის, საჩივრების და სხვა) და მასში ცვლილებების შეტანას.
 
სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:
  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • კაზუსების ამოხსნა;
  • ახსნა-განმარტების მეთოდი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლების განაწილება;
  • შესწავლა და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • გუნდური მუშაობა.
ჩვენი პარტნიორები
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო;
  • თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატი“;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.
წარმოსადგენი საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3/4/;
  • CV;
  • დიპლომის ასლი (სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან).
გაითვალისწინეთ, მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

CLS -ში მიმდინარეობს, ასევე, რეგისტრაცია საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე.
 
რეგისტრაცია 20 აპრილამდე.
გაითვალისწინეთ, მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

CLS -ში მიმდინარეობს, ასევე, რეგისტრაცია საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვტ სეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები