GE
ბუღალტერიის კურსი - თეორია/პრაქტიკა, ORIS/ SuperFin
„ოქსფორდის აკადემია“ აცხადებს მიღებას სერთიფიცირებულ პროგრამაზე: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით
 
კურსი ითვალისწინებს ყველა იმ მიმართულების კომპლექსურ შესწავლას, რომელიც საჭიროა ბუღალტრული საქმიანობის შესასრულებლად.
აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს პირველად დაიწყოს ბუღალტრული საქმიანობა და ასევე  მოქმედ ბუღალტრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება.
 
სრული კურსი მოიცავს:
 
1. საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლებს;
 
განსახილველი თემატიკა:
  • ანგარიშთა გეგმა
  • სახელფასო უწყისი(ბუღალტრული გატარებები)
  • კომუნალური გადასახადების აღრიცხვა
  • საქონლის ყიდვა, გაყიდვა და ჩამოწერა თვითღირებულებით
  • სესხის პროცენტი და მისი დაბეგვრა
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა და ამორტიზაცია (ბუღალტრული გატარებები გამოთვლა კოდექსით)
  • ქონების დარიცხვა და გაანგარიშება საგადასახადო კოდექსით
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ)
  • პროპორციული ჩათვლა
  • ექსპორტი (დღგ-ს ნულოვანი გააკვეთი)
  • განბაჟება
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსს;
3. ORIS – საბუღალტრო  კომპიუტერულ პროგრამას;
4. პრაქტიკულ სამუშაოს/ დოკუმენტებზე მუშაობას
.
 
პრაქტიკული სამუშაო გულისხმობს: (პროგრამაში ORIS ან  SuperFin) ბაზის აწყობა და შექმნა, ბანკის ბრუნვა, სალაროს ბრუნვა, კომუნალური გადარიცხვები, ასევე ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშ ფაქტურების, ყოველთვიური საშემოსავლოსა და დღგს დეკლარაციების შევსებას და გადაგზავნას.
 
კურსის გავლის შემდეგ  გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი
 
სრული კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ.
 
სრული კურსის ღირებულება: 
ჯგუფური მეცადინეობა -  (3-4 მსმენელი ჯგუფში) -  400 ლარი
ინდივიდუალური მეცადინეობა -  600 ლარი
 
 P.S. სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური 10%-იანი  ფასდაკლება.
 
ასევე შესაძლებელია ცალკე მიმართულებების შესწავლა
  • საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები
კურსის ხანგრძლივობა: 1,5 თვე, 18 შეხვედრა
კურსის ღირებულება: 200 ლარი
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, 12 შეხვედრა
კურსის ღირებულება: 100 ლარი
  • ORIS –ი საბუღალტრო  კომპიუტერული პროგრამა
კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა, 6 შეხვედრა
კურსის ღირებულება: 80 ლარი
  • SuperFin –ი საბუღალტრო  კომპიუტერული პროგრამა
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, 10 შეხვედრა
კურსის ღირებულება: 100 ლარი
  • პრაქტიკული სამუშაო/ დოკუმენტებზე მუშაობა.
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, 12 შეხვედრა
კურსის ღირებულება: 250  ლარი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები