GE
ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო სექტორში
ღირებულება: 600 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ სასწავლო კურსს - ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო სექტორში.

კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად.

კურსის შინაარსი:

1. ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი
  • ბუღალტრული აღრიცხვის მიზანი, სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების  წესები და პირობები;   
  • საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და მათი გამოყენების სფერო;
2. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა და შესაბამისობა საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა;
  • საბიუჯეტო კლასიფიკაცია და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისობა საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან;
3. ბუღალტრული აღრიცხვა
  • არაფინანსური აქტივების აღრიცხვა;
  • ფინანსური აქტივების აღრიცხვა;
  • ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა;
  • არასაოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • აღრიცხვის  სპეციფიკა  სსიპ-ებში;
  • ანგარიშების გადახურვის (განულების) სპეციფიკა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სსიპ-ებში;
4. საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგება და დანართი ფორმები;
  • მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგება;
  • ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები:
    ა) ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში (ბალანსი);
    ბ) ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიში (მოგება/ზარალი);
    გ)  ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში;
    დ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიში;
    ე)   ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიში;
    ვ) სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები;
  • ფინანსური ანგარიშგების დანართი ფორმები;
  • კავშირი ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებს შორის.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 თვე.
მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალა დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.
 
ლექციებს კითხულობს სახელმწიფო ხაზინის აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი ლელა ყურაშვილი.


დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები