GE
ჯანმრთელობის დაცვის სამართალი და პოლიტიკა - სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 1000 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე: ჯანმრთელობის დაცვის სამართალი და პოლიტიკა.  
 
პროგრამის მიზნები:
ჯანდაცვის სამართალი იურისპუდენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პრაქტიკული გამოყენება გააჩნია. ჯანდაცვის სამართალი აერთიანებს პაციენტის უფლებებსა და ვალდებულებებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების როლს, არსებულკანონმდებლობას და მარგინალური ჯგუფების უფლებებს. ჯანდაცვის სამართალი ცალკე დისციპლინად არ განიხილება, სწორედ ამიტომ ამ დარგის ცნობადობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია.
 
მოცემული საკითხის აქტუალობიდან გამომგინარე, ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო” ”ჯანდაცვის სამართალსა და მენეჯმენტის” კურსის სასწავლო გეგმა შეიმუშავა. 2008 წელს, საზოგადოებრივ იინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში ჯანდაცვის სამართალში სერტიფიცირებული კურსი დაინერგა.
ვინაიდან ჯანდაცვის პოლიტიკა ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსმენელებმა გაიგონ თუ რა როლი აქვს ქვეყნის ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში. კურსის განმავლობაში მსმენელებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ თუ რა ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ცვლილებები განიცადა მსოფლიოს მოსახლეობამ ჯანმრთელობის მხრივ, რომელია ინფექციური და არაინფექციური დაავადებები და რაზეა დამოკიდებული ცალკეული პიროვნებისა თუ მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობა.
 
პროგრამის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა პაციენტის უფლებებზე, ჯანდაცვის მენეჯმენტზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე. გაეცნონ იმ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომელიც ამ უფლებების გარანტიებს მოიცავს. მიიღონ ინფორმაცია შიდა სამართლით მათი იმპლემენტაციის შესახებ. შეისწავლონ ამ უფლებების რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტები, მიღწევები, ხარვეზები და გამოწვევები. გაეცნონ ჯანდაცვის სიტემის მოდელებს, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტს და კონკრეტულ საქმეებს.
 
პროგრამა განკუთვნილია:
  • ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იურისტებისთვის;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ჯანდაცვის სფეროს.
პროგრამის თემატიკა:
პაციენტის ინდივიდუალური და სოციალური უფლებები
 
კურსის დროს მსმენელები დეტალურად შეისწავლიან კანონმდებლობას ჯანდაცვის სფეროში, ასევე პაციენტის ინდივიდუალურ და სოციალურ უფლებებს. გაეცნობიან კონკრეტულ საქმეებს დაკავშირებულს კონფიდენციალობასთან, არჩევანის უფლებასთან, ხელმისაწვდომობასთან და ხარისხთან. მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება, რასაც ასევე დაეთმობა გარკვეული ლექციები.
 
ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა
კურსის დროს მსენელები გაეცნობიან როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტი, როგორია რეგულირება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ასევე ჯანდაცვის დაფინანსება და როგორია მისი ტიპები, კერძოდ: სოციალური დაზღვევა, ბიუჯეტური დაფინანსება, კერძო დაზღვევა და ჯიბიდან გადახდა. მსმენელები გაეცნობიან საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითებს, თუ როგორ არის ჯანდაცვის სისტემა მოწყობილი დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და გერმანიაში. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 1991 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებს, კერძოდ: ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალურ გეგმას და პროფესიონალების განვითარების სტარტეგიას.
 
კურსის ბოლო ნაწილი მიეძღვნება ისეთ საკითხს, როგორიცაა რეგულირება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ რა არის განსხვავება ნებართვას, ლიცენზირებას და აკრედიტაციას შორის. ისინი შეისწავლიან კანონმდებლობას ლიცენზირების და ნებართვების შესახებ. ამ ლექციის მსვლელობის დროს განვიხილავთ თუ რა არის დასარეგულირებელი საქართველოს ჯანმრთელობის სფეროში, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება რეგულირების სტარნდარტებიდან არჩევანის გზით და ვინ უნდა მოახდინოს რეგულირება, რა დონეზე და ვისთვის.
 
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე და 2 კვირა
პროგრამის მოცულობა: 75 საათი (30 შეხვედრა თითო 3 და 2 საათი)

სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის სამართლის და პოლიტიკის სპეციალისტის სერტიფიკატი.
 
მოთხოვნები:
აპლიკანტებმა უნდა გადმოაგვზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე და შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა.
 
სასურველია მონაწილეებმა იცოდნენ ინგლისური ენა (Intermediate Level) და ქონდეთ სამუშაო გამოცდილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, სწავლა დაიწყება 5 მაისს..

ლექტორები:
  • ნინო კიკნაძე  არის პროექტის „კანონი, მედია და ჯანმრთლობა“  დირექტორი, ასევე ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში საერთაშორისო პალიატიური მზრუნველობის ინციტიავის კოორდინატორი. მისი სამუშაო გამოცდილება ფარავს  სამართლის ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამოქალაქო სამართალი, კორპორაციული და ბიზნეს სამართალი,  შრომითი სამართლი და ჯანდაცვის სამართალი საჯარო სექტორების კონტექსტში. 2003 წლიდან დღემდე ნინო კიკნაძე მუშაობს ევროკავშირის, USAID ისა და მსოფლიო ბანკის პროექტებზე იურიდიულ ექსპერტად.  იგი არის რამდენიმე კვლევისა და პუბლიკავიის ავტორი და სამი წიგნის თანაავტორი. კითხულობს ლექციებს „შომით სამართალში“, „საკონტრაქტო სამართალსა“ და „ჯანმრთელობის სამართალში“.
  • ნინო მირზიკაშვილი ფლობს ბავშვთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრისა და პრევენციული მედიცინის დოქტორის ხარისხს. არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი.  აქვს ჯანდაცვის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე  მუშაობის ხუთ წლიანი, ჰოსპიტალურ დონეზე მუშაობის სამ წლიანი და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ოთხ წლიანი გამოცდილება. მის საექსპერტო სფეროებს განეკუთვნება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა, რეგულირება. ნინო მირზიკაშვილი არის ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციების ავტორი.
  • სოფიო ლებანიძე არის სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსი. აქვს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2002-2003 წლებში სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტში წამყვან სპეციალისტად, 2003-2005 წლებში ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად, 2006 წელს მინისტრის ბრძანებით დაფინანსების პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად, 2007 წელს ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და  2007-2010 წლებში ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსად. ამასთან, სოფიო ლებანიძეს აქვს ჯანდაცვის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და არის ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციების ავტორი.
საკონტაქტო პირი: ნინო კოშკელაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ტელ:  (995 32) 2 49 75 02
ელ-ფოსტა: n.koshkelashvili@gipa.ge
მობ:  +995 598 154 815
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები