GE
სადოქტორო პროგრამა ფსიქოდიაგნოსტიკასა და კონსულტირებაში
ღირებულება: 2250 ლარი
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ სადოქტორო პროგრამას:
აკადემიური განათლების მესამე საფეხური - დოქტორანტურა
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება
ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი თინათინ ფანცულაია.
 
დოქტორანტურა უმაღლესი სასწავლო საფეხურია, რომელიც სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტებს მოიცავს.
 
სადოქტორო პროგრამის მიზანი ისეთი სპეციალისტების მომზადებაა, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო კვლევის დამოუკიდებლად წარმართვისა და მიღებული ცოდნის გადაცემის უნარი საუნივერსიტეტო სწავლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტთათვის.
 
სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, სალექციო კურსის წაყვანასა და დოქტორანტების ჩაბმას სასწავლო პროცესში. პროგრამა ემსახურება გამოყენებითი ფსიქოლოგიის კერძო მიმართულებების (ფსიქო-დიაგნოსტიკა, ფსიქოლოგიური კონსულტირება) განვითარების ხელშეწყობას, კვალიფიციური კადრების მომზადებას. პროგრამის ფარგლებში მომზადებულ დოქტორანტს, როგორც ფსიქოლოგ-კონსულტანტს შეუძლია იმუშაოს როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნესისა და აკადემიურ სფეროებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, აგრეთვე შეძლებს იქონიოს კერძო პრაქტიკა.
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები