GE
საბაჟო საქმისა და საბაჟო დეკლარირების ტრენინგ–კურსი
ღირებულება: 180 ლარი
ქართულ– კანადური საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე: საბაჟო საქმე და საბაჟო დეკლარირება.
 
კურსის მიზანი:
  • გაზარდოს კომპანიების ლოჯისტიკის თანამშრომელთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეფექტურობა; აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, გაუადვილოს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება;
  • მონაწილეები გაეცნონ საბაჟო დეპარტამენტში დანერგილ სიახლეებს და ინფორმაციის მოპოვების წყაროებს, მიიღონ ის ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში.
მიზნობრივი აუდიტორია:

პროგრამის ჩატარება დაგეგმილია კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლებისათვის, კომპანიებში საბაჟო საქმიანობის კოორდინატორებთათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთა და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან.

პროგრამა მოიცავს:
  • დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა;
  • დღე 2: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი სეს ესნ-ის კოდების (HS; ТН ВЭД) მოძებნაში;
  • დღე 3: წარმოშობის სერტიფიკატების ფორმები და გამოყენების პრინციპები;
  • დღე 4: საქონლის მიწოდების პირობები Incoterms 2010;
  • დღე 5: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, საბაჟო გადასახდელები და მათი გაანგარიშება;
  • დღე 6: სასაქონლო (საბაჟო) ოპერაციები (რეჟიმები);
  • დღე 7: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
  • დღე 8: საბაჟო დეკლარაციების ფორმები, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, უფლებამოსილი პირები, საქონლის გაფორმების ადგილები, აღრიცხვის მოწმობა;
  • დღე 9: სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ველები; ახალი დეკლარაციის შექმნა, სსდ-ს სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ს შეფასება; სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
  • დღე 10: საქონლის წინასწარი დეკლარირება. საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ, საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები.
ლიტერატურა:

საკანონმდებლო ბაზა (კოდიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ.) ყოველ მონაწილეს ელექტრონული ფორმით მიეწოდება პროგრამის დასაწყისშივე ელ.ფოსტის მეშვეობით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი (10 ტრენინგი)
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: 1,5-2 სთ
ტრენინგის ჩატარების დრო: 19:30
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები