GE
მოსწავლეთა მე-5 პირად-გუნდური საგნობრივი ოლიმპიადა
ღირებულება: 12 ლარი
გაიმარჯვეთ და გახდით ქართული უნივერსიტეტის სახელობითი სტიპენდიატი, მიიღეთ ფინანსური დახმარება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თასისა და მედლების  მოსაპოვებლად
 
2015 წლის16-17 მაისს ტარდება მოსწავლეთა V პირად-გუნდური საგნობრივი ოლიმპიადა
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში - II - XI კლასელთათვის
  • ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში - IV - XI კლასელთათვის
  • ისტორიაში - VII - XI კლასელთათვის
  • მათემატიკაში - II - XI კლასელთათვის
გამარჯვებულ მოსწავლეებს და გუნდებს გადაეცემათ  ქართული უნივერსიტეტის საპატიო თასები, ვიმპელები, მედლები, დიპლომები, გამორჩეული ჯილდოები. განსაკუთრებით მაღალი შედეგების მქონე მონაწილეები დაჯილდოვდებიან აგრეთვე კომპიუტერებით, პლანშეტებით.
 
ოლიმპიადის ორგზის (პირად ასპარეზობაში) გამარჯვებულ მე-11 კლასელებს, თუ ისინი მომავალში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, I სემესტრში დაენიშნებათ სახელობითი სტიპენდია და უნივერსიტეტში წარჩინებული სწავლის მთელ პერიოდში დაუფინანსდებათ სწავლის გადასახადის 15%. 
 
ქართული უნივერსიტეტი ანალოგიურ ჯილდოებს ჰპირდება ამ ოლიმპიადების გამარჯვებულ ყველა მე-11 კლასელს, რომლებიც მე-10 კლასშიც გაიმარჯვებენ პირად ასპარეზობაში. თუ დასახელებულ გამარჯვებებს დაემატება ნებისმიერ წლებში მოპოვებული სამი პირადი გამარჯვებაც, მოსწავლე მიიღებს დასახელებულ სტიპენდიასა და სწავლის გადასახადის 20%-იან შეღავათს (გასული წლის შედეგების მიხედვით უკვე გამოვლინდნენ ასეთი ჯილდოს მიღების კანდიდატები)
 
დიპლომები და ჯილდოები გადაეცემათ გამარჯვებული მონაწილეების პედაგოგებსაც. ოლიმპიადის მონაწილე ყოველი სკოლა სიგელით დაჯილდოვდება. ყოველი მოსწავლე და ყოველი გუნდი, რომელიც მაღალ შედეგს მიაღწევს ოლიმპიადაზე, თავის პედაგოგთან ერთად დაჯილდოვდება სპეციალური სიგელებით.  
 
ყოველ მოსწავლეს თითოეულ საოლიმპიადო საგანში მიეცემა ერთი დავალება. მოსწავლის მიერ შესრულებული ერთი ნაშრომი მონაწილეობს პირად ასპარეზობაში და, ამავდროულად, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, გუნდურ ასპარეზობაშიც. ყოველი გუნდი  ერთი და იმავე პედაგოგის ორი მოსწავლით იქმნება. გუნდის შედეგი მისი წევრების შეფასებათა ჯამს წარმოადგენს.  მოსწავლის შედეგი ჩაითვლება, როგორც პირად შეფასებად, ასევე შევა მისი გუნდის გუნდურ შეფასებაში.  ამრიგად, მოსწავლე ერთი ნაშრომით ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული შეიძლება გახდეს.
 
ოლიმპიადა დასახელებულ საგნებში ჩატარდება მხოლოდ ერთ ტურად  და დაიგეგმება ისე, რომ ყოველ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა რამდენიმე საგანში.
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები (კლასებისა და პედაგოგების მითითებით) უნდა შეავსონ 2015 წლის 14 მაისის ჩათვლით ვებგვერდზე
 
ოლიმპიადის საორგანიზაციო  საკითხების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად  მიიღებთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, ან თავად უნივერსიტეტში.
ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია - ყოველ საგანში მონაწილეობის ღირებულება 12 ლარია.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ქართულ უნივერსიტეტში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები