GE
ბუღალტერია დამწყებთათვის + ORIS
ღირებულება: 350 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი "სითიო" აცხადებს მიღებას კურსზე "ბუღალტერია ნულიდან + ORIS".
 
მიზნობრივი ჯგუფი: დამწყები ბუღალტრები,ოპერატორები, ბუღალტრის თანაშემწეები, ფინანსური აღრიცხვა- ანგარიშგების სპეციალობის სტუდენტები, კერძო მეწარმეები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ყველა პირი.
 
კურსის აღწერა: სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან ფინანსური აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. კურსის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად მიმდინარეობს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა ცოდნის განმტკიცების მიზნით. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდების მიხედვით.
 
კურსის ფარგლებში უფასოდ შეისწავლება კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ORIS.
 
პროგრამა:
ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები:
  • ბუღალტრული აღრიცხვა. მისი არსი და ადგილი მართვის სისტემაში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
  • სამეურნეო სუბიექტებში ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  • ანგარიშების როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში;
  • ბუღალტრული ბალანსი;
  • ბუღალტრული ანგარიშები. ორადი ასახვა;
  • პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია;
  • სააღრიცხვო რეგისტრები და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები;
  • სააღრიცხვო პოლიტიკა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების ისტორია;
  • სავარჯიშოები.
ფინანსური ანგარიშგება:
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • ფულადი სახსრების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგება.
კურსის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
 
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 10%-ანი ფასდაკლებით სტაჟირებაზე აუდიტორულ კომპანიაში "CTO აუდიტი".
 

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ სწავლისათვის კომფორტული გარემო და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიები.
 
კურსის ხანგრძივობაა ორი თვე (48 საათი);
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 3-ჯერ 2 საათის ხანგრძლივობით:
  • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი: 19:00 - 21:00
იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი ორგანიზაციის სიახლეებს, დაგვიმეგობრდით Facebook გვერდზე CTO - Consulting & Training Office.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები