GE
ახალგაზრდული პროექტი საფრანგეთსა და გერმანიაში
ღირებულება: 850 ევრო
განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს და არამარტო სტუდენტებს.
გაატარეთ ზაფხული აქტიურად, ეწვიეთ საქმიანი ვიზიტით საფრანგეთს და გერმანიას!
 
ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობისა და ფუნქციების შესახებ, შეხვდნენ საერთაშორისო ექსპერტებს და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობის გზები.
 
პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს თქვენი შანსია მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება ევროპული სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკის გაცნობით.
 
პროექტი გაიმართება 2015 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისსტომდე, საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში, ასევე გერმანიაში.
პროექტის ხანგრძლივობაა 1 კვირა.
 
საფასურში შედის:
  • საცხოვრებელი;
  • მგზავრობის ხარჯი;
  • ქვეყნებს შორის გადაადგილების ხარჯი;
  • ტრანსფერი;
  • ხელმძღვანელის თანხლება;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • რეგისტრაცია და სავიზო კონსულტაცია.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები