GE
სამაგისტრო პროგრამა ფსიქოდიაგნოსტიკასა და კონსულტირებაში
ღირებულება: 2250 ლარი
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას:
 
აკადემიური განათლების მეორე საფეხური - მაგისტრატურა
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება
ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი თინათინ ფანცულაია.
 
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ორ მიმართულებას: ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას, ფსიქოლოგიურ კონსულტაცია-თერაპიას.
 
პროგრამის ფარგლებში მოცემული ორი მიმართულება კონკრეტულ დისციპლინებადაა წარმოდგენილი და ემსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას;
კერძოდ:
  1. ფსიქოლოგიური კონსულტირების სხვადასხვა მიმართულების და დიაგნოსტირების მეთოდების დაუფლებას;
  2. თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმდინარეობების და კვლევის მეთოდების გამოყენებით შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
  3. საქმიანობისთვის აუცილებელი დიაგნოსტიკოს-კონსულტანტის პრაქტიკულ ჩვევათა (ვერბალურ და არა ვერბალურ) გამომუშავებას;
  4. არსებული პრობლემების დიაგნოსტირებას, კონსულტანტ-კლიენტის ურთიერთობის ფორმირებას;
  5. წარმოდგენილი პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრანტს შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს იგევე მიმართულების უკვე არსებულ სადოქტორო პროგრამაზე ”ფსიქოდიაგნოსტიკა კონსულტირება”.
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები